https://sputnik-georgia.com/20231029/israelsi-etnikurad-qartveli-bavsvi-dairupa-283757151.html
ისრაელში ეთნიკურად ქართველი ბავშვი დაიღუპა
ისრაელში ეთნიკურად ქართველი ბავშვი დაიღუპა
Sputnik საქართველო
ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. 29.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-29T12:26+0400
2023-10-29T12:26+0400
2023-10-29T12:26+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში დაიღუპა ეთნიკურად ქართველი ბავშვი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონას ერთი კვირის წინ, ინტენსიური საჰაერო შეტევის დროს, განგაშის ხმის გაგებისას შიშისგან გული გაუჩერდა, რის შემდეგაც კომაში იმყოფებოდა.ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.პირველივე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი. 229 ადამიანი ტყვედ არის აყვანილი. რაც შეეხება მსხვერპლს „ჰამასის“ მხრიდან, ბოლო მონაცემებით, იქ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი
ისრაელში ეთნიკურად ქართველი ბავშვი დაიღუპა
ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში დაიღუპა ეთნიკურად ქართველი ბავშვი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონას ერთი კვირის წინ, ინტენსიური საჰაერო შეტევის დროს, განგაშის ხმის გაგებისას შიშისგან გული გაუჩერდა, რის შემდეგაც კომაში იმყოფებოდა.
ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
პირველივე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი. 229 ადამიანი ტყვედ არის აყვანილი. რაც შეეხება მსხვერპლს „ჰამასის“ მხრიდან, ბოლო მონაცემებით, იქ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.