https://sputnik-georgia.com/20231029/29-oqtombers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-283660783.html
29 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
29 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 29 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 29.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-29T00:15+0400
2023-10-29T00:15+0400
2023-10-29T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283413749_0:370:960:910_1920x0_80_0_0_9f18631af0c45ce5c85e279a2cd89a70.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.29 ოქტომბერს დაბადებულები29 ოქტომბერს ძალზე მიმზიდველი ადამიანები იბადებიან. შეუძლებელია, მათ ხიბლსა და ქარიზმას გაუძლო - შეწინააღმდეგებას აზრი არა აქვს, თითოეული ახალი ნაცნობი მოჯადოებული და მოხიბლული რჩება.სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>ეს თავისთავად ხდება, მაგრამ ამ დღეს დაბადებულებისთვის ეს ძალიან დიდი სარგებლის მომტანია. ქარიზმას სხვაგვარად რბილი იარაღსაც უწოდებენ. 29 ოქტომბერს დაბადებულებს თავისუფლად შეუძლიათ შესანიშნავი მანიპულატორები გახდნენ თან ისე, რომ მათი თანამოსაუბრე ვერც კი იგრძნობს ამ ადამიანების გავლენას.დიდი შესაძლებლობები ამ ადამიანებში თავდაჯერებულობას ბადებს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პლანეტაზე მძლეთამძლე არავინაა; ზედმეტია ექსპერიმენტების ჩატარება ახლობლებზე, ნაცნობებზე და მათი გამოყენება საკუთარი თავისთვის სარგებლის მიზნით.29 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ძალაუფლებისმოყვარე, წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანები არიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, აღიარება. მათი მომხიბვლელობა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტესთანაა შერწყმული. გარეგნულად ეს ადამიანები ნაზი და რბილი ჩანან, მაგრამ, შესაძლოა, ძალზე სასტიკი და მკაცრი იყვნენ. ისინი არ პატიობენ ღალატს. მოტყუებული მორიელი ძალზე საშიში მტერია.ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი: როგორი არშიყობა იციან თითოეული ნიშნის წარმომადგენლებმა>>ამასთან, ეს ადამიანები მზად არიან თანამშრომლობისთვის, კარგად მუშაობენ გუნდთან, ამასთან, შესაძლოა, ლიდერობის პრეტენზია არც ჰქონდეთ, აკმაყოფილებთ ავტორიტეტული პროფესიონალის სახელი.პროფესიული საქმიანობის მხრივ, 29 ოქტომბერს დაბადებულები ნოვატორები არიან. აქვთ ორიგინალური იდეები და სტრატეგიები, ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებამდე აქვთ გათვლილი.აინტერესებთ მხოლოდ რეალური საქმეები. საქმიანობის სფეროდ, უმეტესად, საზოგადოებრივ საქმიანობას ირჩევენ. პოლიტიკოსებს შორის ბევრი მორიელია.ჯანმრთელობა29 ოქტომბერს დაბადებულები იშვიათად ავადდებიან სერიოზულად, მაგრამ ორგანიზმის თითოეულ მინიშნებას ყურადღებას აქცევენ. მათ არ უნდა მიმართონ მკურნალობის საეჭვო მეთოდებს, ამაზე დაეხარჯებათ უამრავი დრო და თანხა, ორგანიზმს კი შეიძლება ავნონ.რჩევა:თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია, სტრესს თავი აარიდო; მნიშვნელოვანია შედეგების აღკვეთის სწავლა. უნდა შეიმუშაოთ მოდუნების, დასვენების თქვენეული მეთოდიკა, რათა სამუშაოზე არ „გადაიწვათ“.
https://sputnik-georgia.com/20221023/morieli-zogadi-daxasiateba-zodiaqos-corpius-271531681.html
https://sputnik-georgia.com/20231019/rogor-amjravneben-siyvaruls-zodiaqos-nisnebi-283438356.html
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283413749_0:280:960:1000_1920x0_80_0_0_45a66648ac1ef7738ac30852f8b944a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
29 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 29 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე.
ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.
29 ოქტომბერს დაბადებულები
29 ოქტომბერს ძალზე მიმზიდველი ადამიანები იბადებიან. შეუძლებელია, მათ ხიბლსა და ქარიზმას გაუძლო - შეწინააღმდეგებას აზრი არა აქვს, თითოეული ახალი ნაცნობი მოჯადოებული და მოხიბლული რჩება.
ეს თავისთავად ხდება, მაგრამ ამ დღეს დაბადებულებისთვის ეს ძალიან დიდი სარგებლის მომტანია. ქარიზმას სხვაგვარად რბილი იარაღსაც უწოდებენ. 29 ოქტომბერს დაბადებულებს თავისუფლად შეუძლიათ შესანიშნავი მანიპულატორები გახდნენ თან ისე, რომ მათი თანამოსაუბრე ვერც კი იგრძნობს ამ ადამიანების გავლენას.
დიდი შესაძლებლობები ამ ადამიანებში თავდაჯერებულობას ბადებს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პლანეტაზე მძლეთამძლე არავინაა; ზედმეტია ექსპერიმენტების ჩატარება ახლობლებზე, ნაცნობებზე და მათი გამოყენება საკუთარი თავისთვის სარგებლის მიზნით.
29 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ძალაუფლებისმოყვარე, წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანები არიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, აღიარება. მათი მომხიბვლელობა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტესთანაა შერწყმული.
გარეგნულად ეს ადამიანები ნაზი და რბილი ჩანან, მაგრამ, შესაძლოა, ძალზე სასტიკი და მკაცრი იყვნენ. ისინი არ პატიობენ ღალატს. მოტყუებული მორიელი ძალზე საშიში მტერია.
ამასთან, ეს ადამიანები მზად არიან თანამშრომლობისთვის, კარგად მუშაობენ გუნდთან, ამასთან, შესაძლოა, ლიდერობის პრეტენზია არც ჰქონდეთ, აკმაყოფილებთ ავტორიტეტული პროფესიონალის სახელი.
პროფესიული საქმიანობის მხრივ, 29 ოქტომბერს დაბადებულები ნოვატორები არიან. აქვთ ორიგინალური იდეები და სტრატეგიები, ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებამდე აქვთ გათვლილი.
აინტერესებთ მხოლოდ რეალური საქმეები. საქმიანობის სფეროდ, უმეტესად, საზოგადოებრივ საქმიანობას ირჩევენ. პოლიტიკოსებს შორის ბევრი მორიელია.
29 ოქტომბერს დაბადებულები იშვიათად ავადდებიან სერიოზულად, მაგრამ ორგანიზმის თითოეულ მინიშნებას ყურადღებას აქცევენ. მათ არ უნდა მიმართონ მკურნალობის საეჭვო მეთოდებს, ამაზე დაეხარჯებათ უამრავი დრო და თანხა, ორგანიზმს კი შეიძლება ავნონ.
თანამედროვე სამყაროში ძალიან ძნელია, სტრესს თავი აარიდო; მნიშვნელოვანია შედეგების აღკვეთის სწავლა. უნდა შეიმუშაოთ მოდუნების, დასვენების თქვენეული მეთოდიკა, რათა სამუშაოზე არ „გადაიწვათ“.