https://sputnik-georgia.com/20231028/saqartvelosi-2024-wlidan-maswavleblebis-xelfasi-gaizrdeba-283749662.html
საქართველოში 2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება
საქართველოში 2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება
Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ დეტალზე ისაუბრებს 28.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-28T15:55+0400
2023-10-28T15:55+0400
2023-10-28T15:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/01/250221719_0:0:2499:1407_1920x0_80_0_0_6c9195e16f0b4c0d48caee7d51d8549d.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.2019 წლიდან ყველა უფროს პედაგოგს, წამყვან პედაგოგსა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს ხელფასი 190 ლარით და მეტით მოუმატეს. ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/01/250221719_164:0:2381:1663_1920x0_80_0_0_11ff7a8f158499d51740214be6eb10b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოში 2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება
განათლების მინისტრი უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ დეტალზე ისაუბრებს
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.
„2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2019 წლიდან ყველა უფროს პედაგოგს, წამყვან პედაგოგსა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს ხელფასი 190 ლარით და მეტით მოუმატეს. ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.