https://sputnik-georgia.com/20231028/qartul-cixeebsi-patimrebs-sesazloa-sinauri-cxovelebis-yolis-ufleba-miscen-283748020.html
ქართულ ციხეებში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცენ
ქართულ ციხეებში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცენ
Sputnik საქართველო
პეტიციას სახელწოდებით „თერაპია თათებით“ 2 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი 28.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-28T14:40+0400
2023-10-28T14:40+0400
2023-10-28T14:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283528175_0:0:3162:1779_1920x0_80_0_0_1cc1833f1d19d77170e52d9d12ab0880.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცეს - ახალ სარეაბილიტაციო პროგრამაზე სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი იმუშავებს.ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. კომიტეტმა შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი და საქართველოს 2040 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „თერაპია თათებით“ განიხილა. პეტიციის ავტორებმა დეპუტატებს პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებული რეაბილიტაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს.სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, სწორედ პენიტენციურ სისტემაში. მიჩნეულია, რომ ეს სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა, აღნიშნა მან.კომიტეტის სხდომაზე პეტიციასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების მზადყოფნაზე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ როსტიაშვილმაც. მისი თქმით, ეს ინოვაციური პროექტია და იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არიან ამაზე დეტალურად იმსჯელონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283528175_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d09b24b4819daf96d07844d54515ba04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებები საქართველოში
ქართულ ციხეებში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცენ
პეტიციას სახელწოდებით „თერაპია თათებით“ 2 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პატიმრებს შესაძლოა შინაური ცხოველების ყოლის უფლება მისცეს - ახალ სარეაბილიტაციო პროგრამაზე სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი იმუშავებს.
ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. კომიტეტმა შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი და საქართველოს 2040 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „თერაპია თათებით“ განიხილა. პეტიციის ავტორებმა დეპუტატებს პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებული რეაბილიტაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს.
„ძალიან საინტერესო იდეაა, რასაც გავეცანი და, სიმართლე გითხრათ, უნდა მოვიფიქროთ რაღაც ფორმა, რომ ამ კუთხით მუშაობა გავაგრძელოთ. სახელწოდება ასეთი აქვს – „თერაპია თათებით“, რაც გულისხმობს, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში მიუსაფარი ცხოველების ყოლის შესაძლებლობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, სწორედ პენიტენციურ სისტემაში. მიჩნეულია, რომ ეს სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა, აღნიშნა მან.
კომიტეტის სხდომაზე პეტიციასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების მზადყოფნაზე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ როსტიაშვილმაც. მისი თქმით, ეს ინოვაციური პროექტია და იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არიან ამაზე დეტალურად იმსჯელონ.