ქადაგიშვილი: ქართული ოპოზიცია მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
გამოწერა
საქართველო უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებას ელოდება
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ოპოზიციონერების ნაწილმა კოლეგების განზრახვები მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები გაიზარდა, რაც მათ მერკანტილურობაზე მეტყველებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. მოგვიანებით ეს ინფოემაცია სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც დაადასტურა.
„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მორიგი წარმატება და მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სწორედ ამიტომ ცდილობდა ქართული ოპოზიცია, ყველანაირად შეეფერხებინა ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: პაველ ჰერჩინსკის დადებითი დასკვნის იმედი აქვს >>
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დროის მოკლე პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის და დაბრკოლებების გათვალისწინებით.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც ასევე განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას - მონტენეგროს პრემიერი >>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0