მასწავლებლის დღე - დასახელდა თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
გამოწერა
მასწავლებლის ეროვნული დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის ინიციატივით 2023 წლის აგვისტოში დაწესდა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დასახელდა, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
საზოგადოებისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცათ მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით.
წელს პირველად ჩატარებულ კონკურსს 2 ათასამდე მონაწილე ჰყავდა - განათლების სამინისტრომ და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
წლის მასწავლებლები გახდნენ:
მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.
პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის ინიციატივით 2023 წლის აგვისტოში დაწესდა.
ყველა ახალი ამბავი
0