https://sputnik-georgia.com/20231027/saqartvelomeqsporti-serbetsai-xutjer-gazarda-283711902.html
საქართველომ ექსპორტი სერბეთში ხუთჯერ გაზარდა
საქართველომ ექსპორტი სერბეთში ხუთჯერ გაზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა სერბ კოლეგასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T14:29+0400
2023-10-27T14:29+0400
2023-10-27T18:26+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
სერბეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლევან დავითაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283710495_0:204:2917:1844_1920x0_80_0_0_aba5c21dd0ba05fe808e7da04d82197b.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და სერბეთს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 152%-ით გაიზარდა და 85,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან სერბეთში 419,5%-ით გაიზარდა, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურში. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრ ტომისლავ მომიროვიჩთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში". შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივ ვაჭრობაში ზრდის დინამიკა შეინიშნება, ასევე დიდია ექსპორტის ზრდა სერბეთში, მათ შორის, 2023 წლის დასაწყისიდან. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი საქართველოდან სერბეთში 32,4%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის მხრივ პოტენციალი დიდია, ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ბიზნეს-კავშირების მეტად განვითარების აუცილებლობას, რისთვისაც ისაუბრეს მეტი ბიზნეს-ფორუმისა და სავაჭრო მისიის გამართვის მნიშვნელობაზე. საქართველოს პრიორიტეტები ეკონომიკის ზრდისთვის - რა განიხილეს თბილისის ფორუმზე>>გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გაგრძელებაზე და ამასთან დაკავშირებით მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი კავშირების განვითარების საკითხები ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, განახლებადი ენერგეტიკის და სხვა დარგებში. საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას. ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283710495_92:0:2823:2048_1920x0_80_0_0_896f6c134c156354e22134bf34c95f52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სერბეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სერბეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი
საქართველომ ექსპორტი სერბეთში ხუთჯერ გაზარდა
14:29 27.10.2023 (განახლებულია: 18:26 27.10.2023) საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა სერბ კოლეგასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და სერბეთს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 152%-ით გაიზარდა და 85,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან სერბეთში 419,5%-ით გაიზარდა, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრ ტომისლავ მომიროვიჩთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში".
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივ ვაჭრობაში ზრდის დინამიკა შეინიშნება, ასევე დიდია ექსპორტის ზრდა სერბეთში, მათ შორის, 2023 წლის დასაწყისიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი საქართველოდან სერბეთში 32,4%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის მხრივ პოტენციალი დიდია, ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ბიზნეს-კავშირების მეტად განვითარების აუცილებლობას, რისთვისაც ისაუბრეს მეტი ბიზნეს-ფორუმისა და სავაჭრო მისიის გამართვის მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გაგრძელებაზე და ამასთან დაკავშირებით მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი კავშირების განვითარების საკითხები ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, განახლებადი ენერგეტიკის და სხვა დარგებში.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.