პრემიერი: საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
2021 წლის ბოლოს ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გუშინ საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ასადოვი და ფაშინიანი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 26-27 ოქტომბერს ტარდება და რომელშიც 2 ათასამდე სტუმარი მონაწილეობს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია. გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად - ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ”, - დაწერა ღარიბაშვილმა.
2021 წლის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაა>>>
თბილისის ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
ყველა ახალი ამბავი
0