მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მილიონები ერთი გულით“: სტამბულში პალესტინის მხარდამჭერი მასშტაბური მიტინგი იგეგმება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. თურქეთის მმართველი პარტია შაბათს სტამბულში პალესტინის მხარდამჭერ მასშტაბურ მიტინგს გამართავს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის ლიდერები დაპატიჟა, იუწყება თურქული გაზეთი Sabah წყაროებზე დაყრდნობით.

„იმ დროს, როცა თურქეთი, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, კვლავაც განაგრძობს დიპლომატიურ ინიციატივებს პალესტინაში ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, სამართლიანობისა და განვითარების პარტია მილიონობით ადამიანს შეკრებს, რათა შეაჩეროს პალესტინელი ხალხის ჩაგვრა და მსოფლიოს პალესტინის სამართლიანი საქმე ამცნოს“, − წერს გამოცემა.

გაზეთის ცნობით, მიტინგზე, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება, ასევე მიწვეულები არიან სხვა მუსლიმური ქვეყნების მეთაურები და სულიერი ლიდერები, „რათა ყურადღება მიაპყრონ ისრაელის სისასტიკეს და მხარი დაუჭირონ პალესტინას“.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე მიწვეული არიან საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, ასევე ლიბიის, ლიბანისა და იორდანიის ლიდერები.
ამასთან გამოცემა არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა თურქულმა მხარემ მიწვეული სტუმრებისგან თანხმობა სტამბულში ჩასვლაზე და შეკრებაში მონაწილეობაზე.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ წარმოებული „არაადამიანური“ ომის გამო. მისი თქმით, თურქეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ისრაელთან, მაგრამ ანკარა არასდროს ამართლებდა „ისრაელის მიერ ჩადენილ მხეცობასა და მისეულ სტილს – იმოქმედოს როგორც ორგანიზაციამ და არა როგორც სახელმწიფომ“. ამასთან ერდოღანმა თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას „ჰამასს“ განმათავისუფლებლები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ მიწასა და ხალხს იცავენ.
ყველა ახალი ამბავი
0