„ზოგჯერ თვითმფრინავები ცარიელი მიფრინავენ" - საქართველოს ელჩი თელ-ავივიდან ავიარეისებზე

© AFP 2024 / JALAA MAREYისრაელის ჯარი და ჯავშანტექნიკა
ისრაელის ჯარი და ჯავშანტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ამჟამად ისრაელში გადაადგილება საშიშია.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები განაგრძობენ ისრაელიდან დაბრუნებას, თელ-ავივიდან პირდაპირი ავიარეისები თბილისსა და ბათუმში რეგულარულად სრულდება, განაცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ავიარეისები დღეში სულ ცოტა ორჯერ სრულდება, თუმცა, ზოგჯერ თვითმფრინავები პრაქტიკულად ცარიელი მოფრინავენ.

„ისრაელში უკვე სამი კვირაა საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ზოგადად სახიფათოა ყოფნა, ისევე, როგორც გადაადგილება", – განაცხადა ჟვანიამ.

ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ღმერთმა შეისმინოს ლოცვები მშვიდობისთვის: ილია მეორე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე>>
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი.
პირველივე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0