https://sputnik-georgia.com/20231027/kvaracxelia-sami-turis-dribliorta-ricxvsia-283707771.html
კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის სამი ტურის საუკეთესო დრიბლიორთა რიცხვშია
კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის სამი ტურის საუკეთესო დრიბლიორთა რიცხვშია
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე სამ მატჩში 22 დრიბლინგია. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T12:21+0400
2023-10-27T12:21+0400
2023-10-27T17:39+0400
სპორტი
უეფა
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294520_0:177:1141:819_1920x0_80_0_0_3110a8d6605f3e4b8c94d64591dbc1ee.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შედეგების მიხედვით საუკეთესო დრიბლიორთა შორის მოხვდა. უეფას ინფორმაციით, მან საუკეთესო დრიბლიორების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. კვარაცხელიას ანგარიშზე სამ მატჩში 22 დრიბლინგია. ქართველ ლეგიონერზე უკეთესი მაჩვენებელი – 23 აქვს მხოლოდ „ეინდჰოვენის" ფლანგის შემტევს ნოა ლანგის. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი გადაცემის წყალობით ბოლო შეხვედრაში ჯაკომო რასპადორიმ ბერლინის „უნიონს" გოლი გაუტანა და „ნაპოლის" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. იტალიური გუნდი სამი მატჩის შემდეგ ექვსი ქულით С ჯგუფში მეორე ადგილზეა. ცხრა ქულით პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია". ხვიჩა კვარაცხელია „უნიონის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა>>გარდა ამისა, უეფამ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ბერლინის „უნიონის" წინააღმდეგ ამ მატჩში. კვირას კვარაცხელიასა და მის გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ, მაგრამ უკვე იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში. სერია А-ს მეათე ტურში „ნაპოლი" „მილანს" უმასპინძლებს, რომელიც ნეაპოლურ კლუბს ოთხი ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში „ინტერის" შემდეგ მეორე ადგილი უკავია.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294520_0:178:1141:1034_1920x0_80_0_0_0f64ae541ec53a32b69d113f0ac962ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, უეფა, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, უეფა, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის სამი ტურის საუკეთესო დრიბლიორთა რიცხვშია
12:21 27.10.2023 (განახლებულია: 17:39 27.10.2023) ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე სამ მატჩში 22 დრიბლინგია.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შედეგების მიხედვით საუკეთესო დრიბლიორთა შორის მოხვდა.
უეფას ინფორმაციით, მან საუკეთესო დრიბლიორების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. კვარაცხელიას ანგარიშზე სამ მატჩში 22 დრიბლინგია. ქართველ ლეგიონერზე უკეთესი მაჩვენებელი – 23 აქვს მხოლოდ „ეინდჰოვენის" ფლანგის შემტევს ნოა ლანგის.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი გადაცემის წყალობით ბოლო შეხვედრაში ჯაკომო რასპადორიმ ბერლინის „უნიონს" გოლი გაუტანა და „ნაპოლის" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
იტალიური გუნდი სამი მატჩის შემდეგ ექვსი ქულით С ჯგუფში მეორე ადგილზეა. ცხრა ქულით პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია".
გარდა ამისა, უეფამ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ბერლინის „უნიონის" წინააღმდეგ ამ მატჩში.
კვირას კვარაცხელიასა და მის გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ, მაგრამ უკვე იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში. სერია А-ს მეათე ტურში „ნაპოლი" „მილანს" უმასპინძლებს, რომელიც ნეაპოლურ კლუბს ოთხი ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში „ინტერის" შემდეგ მეორე ადგილი უკავია.