ხვიჩა კვარაცხელია „უნიონის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

© courtesy SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
კვარაცხელიამ მაღალი შეფასება მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობის წყალობით მიიღო.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ფარგლებში ბერლინის „უნიონის" წინააღმდეგ მატჩში. გადაწყვეტილებას უეფა იღებს.
კვარაცხელიამ მაღალი შეფასება მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობისა და ჯაკომო რასპადორისთვის მეორე ტაიმში საგოლე გადაცემის წყალობით მიიღო.
კვარაცხელიამ შეხვედრის 65-ე წუთზე საჯარიმოში ადვილად მოატყუა მეტოქეები და ზუსტი პასი გადასცა რასპადორს, რომელმაც ამ მატჩში ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენი შეცვალა.
შემდეგ ტურში, რომლის თამაშები 8 ნოემბერს გაიმართება, გუნდები ნეაპოლში ითამაშებენ.
რუდი გარსიას გუნდი სამი მატჩის შემდეგ ექვსი ქულით С ჯგუფში მეორე ადგილზეა. ცხრა ქულით პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია".
„მისი შეჩერება ურთულესი ამოცანა იქნება" - „უნიონი" კვარაცხელიასგან თავდაცვისთვის ემზადება>>
კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ასევე საფეხბურთო პორტალების - Whoscored-ისა და Flashscore-ისგან – შესაბამისად, 8,1 და 7,8 ქულა.
კვირას კვარაცხელიასა და მის გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ, მაგრამ უკვე იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში. სერია А-ს მეათე ტურში „ნაპოლი" „მილანს" უმასპინძლებს, რომელიც ნეაპოლურ კლუბს ოთხი ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში „ინტერის" შემდეგ მეორე ადგილი უკავია.
ყველა ახალი ამბავი
0