„მისი შეჩერება ურთულესი ამოცანა იქნება" - „უნიონი" კვარაცხელიასგან თავდაცვისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Stringerხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
გუნდები უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გერმანული საფეხბურთო კლუბი „უნიონის" ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელიას შეტევებისგან თავის დაცვას მთელი გუნდით აპირებენ. „უნიონი" ქართველი შემტევი ნახევარმცველის გუნდ „ნაპოლის" სამშაბათს დაუპირისპირდება.
გუნდები უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. გერმანულმა კლუბმა წინა ორი მატჩი „რეალთან" და „ბრაგასთან" წააგო. „ნაპოლიმ" წააგო მადრიდელებთან, ხოლო „ბრაგასთან" გაიმარჯვა.

„კვარაცხელიამ „ნაპოლის" ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და რთული მეტოქე იქნება. თუმცა მისგან თავს მთელი გუნდი ერთად დავიცავთ. ჩვენი მიზანია, მას რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სივრცე დავუტოვოთ და ყურადღება გავაორმაგოთ", – განაცხადა ჟურნალისტებთან „უნიონის" ნახევარმცველმა რანი ხედირამ.

მისი თქმით, კვარაცხელიას ტყუილად არ დაარქვეს „კვარადონა" – ის შესანიშნავი მოთამაშეა.
ქართველი ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ ახალი რეკორდი დაამყარა>>
„ხვიჩას უძლიერესი შემტევი დუეტი აქვს ოსიმენთან ერთად, რომელიც ჩვენთან ვერ ითამაშებს, მაგრამ კვარაცხელიას შეჩერება მაინც ურთულესი ამოცანა იქნება", – აღნიშნა ხედირამ.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გუნდები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.
ყველა ახალი ამბავი
0