https://sputnik-georgia.com/20231027/israeli-omis-gamo-dazianebul-xomaldebs-kompensacias-gadauxdis-283706671.html
ისრაელი ომის გამო დაზიანებულ ხომალდებს კომპენსაციას გადაუხდის
ისრაელი ომის გამო დაზიანებულ ხომალდებს კომპენსაციას გადაუხდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი კომპენსაციას გადაუხდის მის ეკონომიკურ ზონაში მცურავ ყველა საზღვაო ხომალდს, რომლებსაც ღაზაში მიმდინარე ომის გამო ზიანი... 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T10:46+0400
2023-10-27T10:46+0400
2023-10-27T17:04+0400
მსოფლიო დღეს
ისრაელი-ჰამასის ომი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283703961_0:171:3072:1899_1920x0_80_0_0_96bb7c1b143e292b63d31a864bcc4a8b.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი კომპენსაციას გადაუხდის მის ეკონომიკურ ზონაში მცურავ ყველა საზღვაო ხომალდს, რომლებსაც ღაზაში მიმდინარე ომის გამო ზიანი მიადგებათ, აცხადებს ქვეყნის საგადასახადო ორგანო.ამასთან აღინიშნება, რომ ზარალი აუნაზღაურდებათ როგორც ისრაელის კუთვნილ, ისე უცხოურ ხომალდებს − ნებისმიერი ზიანისთვის, რომლებიც მათ ცაჰალისა თუ „მტრული ძალების“ მოქმედებების შედეგად მიადგებათ.როგორც საგადასახადო უწყება აცხადებს, კომპენსაციის რაოდენობა „ფაქტობრივი ზარალის“ 100%-ს შეადგენს. ეს უკანასკნელი ხომალდის დაზიანებამდე და დაზიანების შემდგომ ღირებულებაში სხვაობით განისაზღვრება.როგორც ცნობილია, ისრაელი დიდად არის დამოკიდებული საზღვაო პორტებსა და საზღვაო გადაზიდვებზე. სწორედ პორტების მეშვეობით შედის ქვეყანაში სურსათი და სამომხმარებლო საქონელი.ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, პორტები „უაღრესად დაცული სტრატეგიული ადგილებია“. მათ საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ იცავს. ისრაელი–„ჰამასის“ ომის დაწყებიდან დღემდე პორტებში მდგარი არცერთი ხომალდი არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა, ომის რისკის სადაზღვევო პრემიები ისრაელის პორტებში შემავალი გემებისთვის 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო რამდენიმე გემი აშდოდიდან (რომელიც ღაზიდან 40 კილომეტრში მდებარეობს) ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰაიფაში გადამისამართდა.
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283703961_466:193:2799:1943_1920x0_80_0_0_b4a7a2f1d89fe29e4baf6420fa6aaf8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისრაელი-ჰამასის ომი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი
ისრაელი-ჰამასის ომი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი
ისრაელი ომის გამო დაზიანებულ ხომალდებს კომპენსაციას გადაუხდის
10:46 27.10.2023 (განახლებულია: 17:04 27.10.2023) თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი კომპენსაციას გადაუხდის მის ეკონომიკურ ზონაში მცურავ ყველა საზღვაო ხომალდს, რომლებსაც ღაზაში მიმდინარე ომის გამო ზიანი მიადგებათ, აცხადებს ქვეყნის საგადასახადო ორგანო.
ამასთან აღინიშნება, რომ ზარალი აუნაზღაურდებათ როგორც ისრაელის კუთვნილ, ისე უცხოურ ხომალდებს − ნებისმიერი ზიანისთვის, რომლებიც მათ ცაჰალისა თუ „მტრული ძალების“ მოქმედებების შედეგად მიადგებათ.
როგორც საგადასახადო უწყება აცხადებს, კომპენსაციის რაოდენობა „ფაქტობრივი ზარალის“ 100%-ს შეადგენს. ეს უკანასკნელი ხომალდის დაზიანებამდე და დაზიანების შემდგომ ღირებულებაში სხვაობით განისაზღვრება.
როგორც ცნობილია, ისრაელი დიდად არის დამოკიდებული საზღვაო პორტებსა და საზღვაო გადაზიდვებზე. სწორედ პორტების მეშვეობით შედის ქვეყანაში სურსათი და სამომხმარებლო საქონელი.
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, პორტები „უაღრესად დაცული სტრატეგიული ადგილებია“. მათ საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ იცავს. ისრაელი–„ჰამასის“ ომის დაწყებიდან დღემდე პორტებში მდგარი არცერთი ხომალდი არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა, ომის რისკის სადაზღვევო პრემიები ისრაელის პორტებში შემავალი გემებისთვის 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო რამდენიმე გემი აშდოდიდან (რომელიც ღაზიდან 40 კილომეტრში მდებარეობს) ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰაიფაში გადამისამართდა.