https://sputnik-georgia.com/20231027/gorsi-iakob-gogebasvilis-dabadebidan-183-e-wels-arnisnaven-283708352.html
გორში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წელს აღნიშნავენ
გორში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წელს აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მის მშობლიურ სოფელ ვარიანში გაიმართება. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T12:39+0400
2023-10-27T12:39+0400
2023-10-27T17:43+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
გორი
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23111/83/231118388_0:0:1990:1119_1920x0_80_0_0_e3a8f8288dd8dede2110bb23d3328774.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023", რომელიც პირველი ქართული „დედაენის" ავტორის იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 28 ოქტომბერს აღინიშნება, იუწყება გორის მერია. უწყების ცნობით, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 183-ე წლისთავს ტრადიციულად მისი მშობლიური სოფელი ვარიანი უმასპინძლებს. მწერლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება. სტუმრები მოსწავლეებსა და ადგილობრივ შემსრულებლებს მოუსმენენ, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე და ქონება ქართველთა განათლებას მიუძღვნა>>დაგეგმილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით იმართება. საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველო
გორი
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23111/83/231118388_240:0:1732:1119_1920x0_80_0_0_e2e048c180caef7d76e1d97cdae227da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, გორი, ქართლი
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, გორი, ქართლი
გორში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წელს აღნიშნავენ
12:39 27.10.2023 (განახლებულია: 17:43 27.10.2023) ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მის მშობლიურ სოფელ ვარიანში გაიმართება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023", რომელიც პირველი ქართული „დედაენის" ავტორის იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 28 ოქტომბერს აღინიშნება, იუწყება გორის მერია.
უწყების ცნობით, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 183-ე წლისთავს ტრადიციულად მისი მშობლიური სოფელი ვარიანი უმასპინძლებს.
მწერლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება. სტუმრები მოსწავლეებსა და ადგილობრივ შემსრულებლებს მოუსმენენ, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.
დაგეგმილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით იმართება.
საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.