https://sputnik-georgia.com/20231026/sav-zrvasi-eleqtrokabelis-gayvana-saqartvelosa-da-evropas-axal-sesazleblobebs-uqmnis-premieri-283658426.html
პრემიერი: შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა ახალ შესაძლებლობებს ქმნის
პრემიერი: შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა ახალ შესაძლებლობებს ქმნის
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება აღიარებს ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, განაცხადა ირაკლი... 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T10:20+0400
2023-10-26T10:20+0400
2023-10-26T15:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_0:300:3108:2048_1920x0_80_0_0_ffef045fbcd6093ca9a586c293020489.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს გავლით განახლებადი ენერგიით ვაჭრობისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Global Gateway Forum 2023-ზე.შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოც, როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას.„ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის – სიიარტო >>ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_86f78663b5aad86f0d391f496e307a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
პრემიერი: შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა ახალ შესაძლებლობებს ქმნის
10:20 26.10.2023 (განახლებულია: 15:49 26.10.2023) საქართველოს ხელისუფლება აღიარებს ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს გავლით განახლებადი ენერგიით ვაჭრობისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Global Gateway Forum 2023-ზე.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააძლიერებს საერთაშორისო ტრანზიტს „შუა დერეფნის“ გავლით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოც, როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას.
„ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.