https://sputnik-georgia.com/20231026/premieri-saqartvelom-kvelaperi-gaaketa-kandidatis-statusis-misagebad-283665776.html
პრემიერი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
პრემიერი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
Sputnik საქართველო
ქართველი ხალხი ევროკავშირისგან შესაბამის შეფასებას ელოდება, განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T13:54+0400
2023-10-26T13:54+0400
2023-10-26T19:25+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282413539_0:109:2993:1794_1920x0_80_0_0_a434b1d3383bd0e62770efa3f225d9c7.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობისა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციები შეესრულებინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. პრემიერმა ამ მიმართულებით მთავარ პრობლემად ოპოზიციის მოქმედებები დაასახელა. „სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არსებობდა ძალიან ბევრი ხელშემშლელი გარემოება, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება: როდის გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა>>>ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზმით ელოდება ევროკომისიის დასკვნას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. „არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე მსოფლიოში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას, აგრეთვე შექმნილ პრეცედენტებს, როცა შარშან კანდიდატის სტატუსი მისცეს მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და უკრაინას, რომლებიც საკმაოდ ჩამორჩებოდნენ და დღესაც ჩამორჩებიან საქართველოს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირისგან შესაბამის შეფასებას ელოდება. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დასკვნას 8 ნოემბერს წარმოადგენს. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის საკითხზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დეპუტატი: კანდიდატის სტატუსის მოპოვება „რადიკალური ოპოზიციის“ კრახი იქნება>>>ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282413539_79:76:2708:2048_1920x0_80_0_0_92a5bda6897692560a13bd50293a67cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
13:54 26.10.2023 (განახლებულია: 19:25 26.10.2023) ქართველი ხალხი ევროკავშირისგან შესაბამის შეფასებას ელოდება, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობისა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციები შეესრულებინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„საქართველომ განახორციელა ძალზე გამჭვირვალე პროცესი. ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ 12-ვე რეკომენდაციაზე და რაც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევასრულეთ. ეს პროცესი იყო გამჭვირვალე და ღია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ამ მიმართულებით მთავარ პრობლემად ოპოზიციის მოქმედებები დაასახელა.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არსებობდა ძალიან ბევრი ხელშემშლელი გარემოება, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზმით ელოდება ევროკომისიის დასკვნას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.
„არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე მსოფლიოში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას, აგრეთვე შექმნილ პრეცედენტებს, როცა შარშან კანდიდატის სტატუსი მისცეს მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და უკრაინას, რომლებიც საკმაოდ ჩამორჩებოდნენ და დღესაც ჩამორჩებიან საქართველოს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირისგან შესაბამის შეფასებას ელოდება.
„როდესაც ქვეყანა მიიღებს სტატუსს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, რადგანაც ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დასკვნას 8 ნოემბერს წარმოადგენს. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის საკითხზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.