საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება: როდის გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
ეს იქნება მხოლოდ დამსახურებებზე დაფუძნებული დასკვნა, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ევროკომისია 8 ნოემბერს წარადგენს ანგარიშს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.

„8 ნოემბერს ყველანი ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, ეს მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში იქნება, რომელიც აჩვენებს იმას, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი პროგრესი. ეს ანგარიში იქნება რეკომენდაცია ევროკავშირისთვისაც“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან მას გაუჭირდა პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს.
„მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის საკითხზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა კანდიდატის სტატუსის მონიჭების მხარდაჭერა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან.
ამჟამად ღარიბაშვილი იმყოფება ბრიუსელში, სადაც საუბრობს იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიაღწია.
დეპუტატი: კანდიდატის სტატუსის მოპოვება „რადიკალური ოპოზიციის“ კრახი იქნება >>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0