რამდენს დახარჯავს აჭარის მთავრობა 2024 წელს განათლებასა და სპორტზე

© courtesy of Tornike Rijvadzeფეხბურთის მოედანი შუახევში
ფეხბურთის მოედანი შუახევში - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის მთავრობა გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში 2024 წელს 37 მლნ ლარამდე გამოყოფს 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
2024 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მლნ ლარს გადააჭარბა.

„2024 წელს განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის ბათუმში ცხრა საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 მლნ ლარი დაიხარჯება", – განაცხადა რიჟვაძემ.

გარდა ამისა, 80-ზე მეტი სკოლა აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით. რეგიონის მთავრობა ასევე გეგმავს პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებას, განსაკუთრებით იმ პედაგოგების, რომლებიც რაიონულ სკოლებში მუშაობენ. მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით. მომავალ წელს ასევე გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა.
განახლებულ ბიუჯეტში სპორტის პოპულარიზაციისთვის გათვალისწინებულია 7,2 მლნ ლარი.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 37 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ასევე ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა", – განაცხადა რიჟვაძემ.

2024 წელს აჭარის ხელისუფლება 40-ზე მეტი სპორტული ფედერაციის ღონისძიებებს დააფინანსებს. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 მლნ ლარზე მეტი.
ყველა ახალი ამბავი
0