https://sputnik-georgia.com/20231025/saprokuroro-sabwos-semadgenloba-erti-mesamedit-seicvala-283621796.html
საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა ერთი მესამედით შეიცვალა
საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა ერთი მესამედით შეიცვალა
Sputnik საქართველო
საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, განაცხადა გენპროკურორმა 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T00:04+0400
2023-10-25T00:04+0400
2023-10-25T00:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი ახალი წევრი აირჩიეს.საპროკურორო საბჭოში 15 წევრია, საიდანაც რვა წევრს ირჩევს პროკურორთა კონფერენცია, დანარჩენ შვიდ წევრს გენერალური პროკურატურა ნიშნავს.საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ - გიორგი ბახტაძე, დავით ყაზარაშვილი, ზვიად გუბელაძე, ემზარ გაგნიძე და ლონდა ბიჭიკაშვილი. ისინი ჩაანაცვლებენ საპროკურორო საბჭოს იმ წევრებს, ვისაც უფლებამოსილება ამოეწურა.იუსტიციის უმაღლესი საბჭო შევსებულია - პარლამენტმა ბოლო ორი კანდიდატი დაამტკიცა >>კენჭისყრა პირველად ელექტრონულად ჩატარდა.ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც პროკურატურის მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა პროკურორის და გამომძიებლის ჩართულობა გააძლიერა.„მე ამ რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2015 წლიდან და შედეგი, რომელსაც ვხედავ, ძალიან საამაყოა ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ის რეფორმა, რაც გავატარეთ, ცალსახად გამართლებულია. ამ შედეგებით, რომელიც პროკურორთა თვითმმართველობის გაძლიერების მხრივ გვაქვს, მოწინავეები ვართ ევროპის მასშტაბით. დღეს მიდის მსჯელობა ბევრ ქვეყანაში მსგავსი კოლეგიური მართვის ორგანოების შექმნაზე“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.საპროკურორო საბჭო მონაწილეობს პროკურატურის კოლეგიური საბჭოების საქმიანობაში და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა: გენერალური პროკურორის არჩევა, მისი მოადგილეების დისციპლინური დევნა, პროკურორების წახალისება და დაწინაურება, მათი დისციპლინური საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ახალი თანამშრომლების დაქირავება, პროკურორების შეფასება, სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა ერთი მესამედით შეიცვალა
საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, განაცხადა გენპროკურორმა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი ახალი წევრი აირჩიეს.
საპროკურორო საბჭოში 15 წევრია, საიდანაც რვა წევრს ირჩევს პროკურორთა კონფერენცია, დანარჩენ შვიდ წევრს გენერალური პროკურატურა ნიშნავს.
საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ - გიორგი ბახტაძე, დავით ყაზარაშვილი, ზვიად გუბელაძე, ემზარ გაგნიძე და ლონდა ბიჭიკაშვილი. ისინი ჩაანაცვლებენ საპროკურორო საბჭოს იმ წევრებს, ვისაც უფლებამოსილება ამოეწურა.
კენჭისყრა პირველად ელექტრონულად ჩატარდა.
„ელექტრონული კენჭისყრა, წინ გადადგმული ნაბიჯია და გამჭვირვალობის, ეფექტიანობის, ადამიანური რესურსის და დროის დაზოგვის მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც პროკურატურის მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა პროკურორის და გამომძიებლის ჩართულობა გააძლიერა.
„მე ამ რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2015 წლიდან და შედეგი, რომელსაც ვხედავ, ძალიან საამაყოა ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ის რეფორმა, რაც გავატარეთ, ცალსახად გამართლებულია. ამ შედეგებით, რომელიც პროკურორთა თვითმმართველობის გაძლიერების მხრივ გვაქვს, მოწინავეები ვართ ევროპის მასშტაბით. დღეს მიდის მსჯელობა ბევრ ქვეყანაში მსგავსი კოლეგიური მართვის ორგანოების შექმნაზე“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
საპროკურორო საბჭო მონაწილეობს პროკურატურის კოლეგიური საბჭოების საქმიანობაში და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა: გენერალური პროკურორის არჩევა, მისი მოადგილეების დისციპლინური დევნა, პროკურორების წახალისება და დაწინაურება, მათი დისციპლინური საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ახალი თანამშრომლების დაქირავება, პროკურორების შეფასება, სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და სხვა.