იუსტიციის უმაღლესი საბჭო შევსებულია - პარლამენტმა ბოლო ორი კანდიდატი დაამტკიცა

© High Council of Justice of Georgiaიუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ორი წევრი აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრაციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ნემსაძე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს წევრი გიორგი კიკილაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანი ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობაა.
ვენეციის კომისიამ საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმა შეაფასა>>
კენჭისყრის დადებითად დასრულების შედეგად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა ადგილი შეივსო. დღემდე საბჭოში 15-დან მხოლოდ 13 ადამიანი იყო წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0