https://sputnik-georgia.com/20231025/saakasvili-sawiroebs-mudmiv-samedicino-metvalyureobas-konsiliumis-daskvna-283652077.html
სააკაშვილი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას - კონსილიუმის დასკვნა
სააკაშვილი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას - კონსილიუმის დასკვნა
Sputnik საქართველო
ომბუდსმენის აპარატთან არსებული კონსილიუმი პერიოდულად აკვირდება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T19:28+0400
2023-10-25T19:28+0400
2023-10-25T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001196_479:689:2834:2013_1920x0_80_0_0_f65aec14d7f894379a1ee9c084486700.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მას კვლავ სჭირდება მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კონსილიუმის მორიგ დასკვნაში.კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას, 2021 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის გამო მკვეთრად გაუარესდა.კონსილიუმის მონაცემებით, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ახლა ის 70 კგ-ს იწონის, მაგრამ სახეზეა კუნთების ატროფია.ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია, ლეიკოპენია, სენსორული აქსონური პოლინეიროპათია.გარდა ამისა, ექიმებმა აღნიშნეს, რომ პაციენტს აქვს საერთო სისუსტე, გადაადგილდება მოკლე ნაბიჯებით. ამასთან მისი კოგნიტური ფუნქციები ნორმაზე ორჯერ დაბალია.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში>>>ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001196_707:659:2560:2048_1920x0_80_0_0_2e6ef09c095115a55cb603556a83e016.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს სახალხო დამცველი
სააკაშვილი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას - კონსილიუმის დასკვნა
19:28 25.10.2023 (განახლებულია: 22:42 25.10.2023) ომბუდსმენის აპარატთან არსებული კონსილიუმი პერიოდულად აკვირდება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მას კვლავ სჭირდება მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კონსილიუმის მორიგ დასკვნაში.
კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას, 2021 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის გამო მკვეთრად გაუარესდა.
„სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი – კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონსილიუმის მონაცემებით, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ახლა ის 70 კგ-ს იწონის, მაგრამ სახეზეა კუნთების ატროფია.
ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია, ლეიკოპენია, სენსორული აქსონური პოლინეიროპათია.
გარდა ამისა, ექიმებმა აღნიშნეს, რომ პაციენტს აქვს საერთო სისუსტე, გადაადგილდება მოკლე ნაბიჯებით. ამასთან მისი კოგნიტური ფუნქციები ნორმაზე ორჯერ დაბალია.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.