https://sputnik-georgia.com/20231025/mediawigniereba-saqartvelos-skolebsi-160-ze-met-direqtors-axali-proeqti-gaacnes-283622245.html
მედიაწიგნიერება საქართველოს სკოლებში - 160-ზე მეტ დირექტორს ახალი პროექტი გააცნეს
მედიაწიგნიერება საქართველოს სკოლებში - 160-ზე მეტ დირექტორს ახალი პროექტი გააცნეს
Sputnik საქართველო
მეათე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით აირჩიონ საგანი, სადაც მათ ასწავლიან, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია. 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T10:04+0400
2023-10-25T10:04+0400
2023-10-25T15:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283614695_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_45bb9b53e08637131ad99d8e9fe102ba.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ქუთაისის სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნეს განათლების სამინისტროს ახალი პროექტი „მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში“, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე.პროექტის პრეზენტაციას, სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების გარდა, რესურს-ცენტრების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ X-XII კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მასმედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ მასალას შეისწავლიან.ამისათვის კომუნიკაციების კომისიამ 2023 წელს 600 პედაგოგი გადაამზადა. დამატებით კიდევ 1000 მასწავლებლის გადამზადება იგეგმება.პროექტის მოსამზადებლად ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებები, კომპეტენცია და მომზადების დონე. კვლევის შედეგების საფუძველზე X კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო, აგრეთვე შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის.განათლების სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეს დაეხმარება მოსწავლეებს – განივითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, ანალიზის და მრავალი სხვა უნარი.კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი უკვე მეექვსე წელია ზრუნავს მედიაწიგნიერების განვითარებაზე მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებში.„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტს ახორციელებს კომუნიკაციების კომისია UNICEF-ის დაფინანსებით და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283614695_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_d368a502259fd07b5c1b44515d03388b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , თანამედროვე ტექნოლოგიები
მედიაწიგნიერება საქართველოს სკოლებში - 160-ზე მეტ დირექტორს ახალი პროექტი გააცნეს
10:04 25.10.2023 (განახლებულია: 15:54 25.10.2023) მეათე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით აირჩიონ საგანი, სადაც მათ ასწავლიან, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ქუთაისის სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნეს განათლების სამინისტროს ახალი პროექტი „მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში“, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე.
პროექტის პრეზენტაციას, სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების გარდა, რესურს-ცენტრების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ X-XII კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მასმედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ მასალას შეისწავლიან.
ამისათვის კომუნიკაციების კომისიამ 2023 წელს 600 პედაგოგი გადაამზადა. დამატებით კიდევ 1000 მასწავლებლის გადამზადება იგეგმება.
პროექტის მოსამზადებლად ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებები, კომპეტენცია და მომზადების დონე. კვლევის შედეგების საფუძველზე X კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო, აგრეთვე შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის.
განათლების სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეს დაეხმარება მოსწავლეებს – განივითარონ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, ანალიზის და მრავალი სხვა უნარი.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი უკვე მეექვსე წელია ზრუნავს მედიაწიგნიერების განვითარებაზე მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებში.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტს ახორციელებს კომუნიკაციების კომისია UNICEF-ის დაფინანსებით და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით.