https://sputnik-georgia.com/20231025/israelsi-guteresis-gadadgomas-moitxoven-283625603.html
„უფლება არ აქვს“: ისრაელში ანტონიუ გუტერეშის გადადგომას მოითხოვენ
„უფლება არ აქვს“: ისრაელში ანტონიუ გუტერეშის გადადგომას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უნდა გადადგეს – მდივანი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ხოცვას გამართლებას უძებნის, არ... 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T10:13+0400
2023-10-25T10:13+0400
2023-10-25T15:59+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
გაერო
ისრაელი-ჰამასის ომი
პალესტინა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250919458_555:0:2891:1314_1920x0_80_0_0_0a8fd3d7c4fcf60f36e23f46cf286246.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უნდა გადადგეს – მდივანი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ხოცვას გამართლებას უძებნის, არ შეიძლება თანამდებობაზე დარჩეს, განაცხადა გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა.გაეროში ისრაელის ელჩს ეთანხმებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მინისტრმა ელი კოენმა უარი თქვა ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრაზე და „შოკისმომგვრელი“ უწოდა მის ნათქვამს. როგორც უწყების წარმომადგენელი ლიორ ჰაიათი ამბობს, „იმის ნაცვლად, რომ მსხვერპლის მხარეს დადგეს“, გუტერეშმა თავად მსხვერპლი დაადანაშაულა „სიმხეცეში, რომლის მსგავსიც ჰოლოკოსტის შემდეგ არ გვინახავს“.მანამდე, 21 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კაიროს სამიტზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების მოქმედებას ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ვერ ამართლებს. ამასთან გენმდივანს მიაჩნია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა „ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა“. მისი ეს სიტყვები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ტერორიზმის გამართლებად“ მიიჩნიეს.
პალესტინა
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250919458_737:0:2623:1414_1920x0_80_0_0_0e72717944c42ba006a18bf7d64933e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, გაერო, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, ისრაელი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, გაერო, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, ისრაელი
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უნდა გადადგეს – მდივანი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ხოცვას გამართლებას უძებნის, არ შეიძლება თანამდებობაზე დარჩეს, განაცხადა გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა.
„გაეროს გენერალური მდივანი რეალობასაა მოწყვეტილი და უნდა გადადგეს. დღეს მე უშიშროების საბჭოს შესასვლელთან ვიდექი მძევალთა ოჯახების წევრებთან და მოვუწოდე მდივანს, წავიდეს თანამდებობიდან. გენერალური მდივანი, რომელიც გამართლებას უძებნის ისრაელელთა შემაძრწუნებელ ხოცვა-ჟლეტას, არ შეიძლება, რომ თანამდებობაზე რჩებოდეს. მისი პოსტზე ყოფნის ყოველი დღე არის სირცხვილი და დასტური იმისა, რომ გაეროს არსებობის უფლება არ აქვს!“ − დაწერა ერდანმა.
გაეროში ისრაელის ელჩს ეთანხმებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მინისტრმა ელი კოენმა უარი თქვა ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრაზე და „შოკისმომგვრელი“ უწოდა მის ნათქვამს.
როგორც უწყების წარმომადგენელი ლიორ ჰაიათი ამბობს, „იმის ნაცვლად, რომ მსხვერპლის მხარეს დადგეს“, გუტერეშმა თავად მსხვერპლი დაადანაშაულა „სიმხეცეში, რომლის მსგავსიც ჰოლოკოსტის შემდეგ არ გვინახავს“.
მანამდე, 21 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კაიროს სამიტზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების მოქმედებას ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ვერ ამართლებს. ამასთან გენმდივანს მიაჩნია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა „ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა“. მისი ეს სიტყვები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ტერორიზმის გამართლებად“ მიიჩნიეს.