https://sputnik-georgia.com/20231025/israeli-gaeros-warmomadgenlebs-vizebs-arar-miscems-283631176.html
ერდანი: ისრაელი გაეროს წარმომადგენლებს ვიზებს აღარ მისცემს
ერდანი: ისრაელი გაეროს წარმომადგენლებს ვიზებს აღარ მისცემს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი აპირებს უარი უთხრას გაეროს წარმომადგენლებს ვიზების მიცემაზე იმ განცხადების გამო, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა... 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T13:28+0400
2023-10-25T13:28+0400
2023-10-25T20:06+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
გაერო
ისრაელი
პოლიტიკა
პალესტინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283630968_0:57:3072:1785_1920x0_80_0_0_28cd358194ac96471232efc0673cedf8.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი აპირებს უარი უთხრას გაეროს წარმომადგენლებს ვიზების მიცემაზე იმ განცხადების გამო, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გააკეთა, აღნიშნა გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა.მისი თქმით, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ანტონიუ გუტერეში ამართლებს ისრაელზე „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას.მანამდე მან ანტონიუ გუტერეშის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა და განაცხადა, რომ მდივანი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ხოცვას გამართლებას უძებნის, არ შეიძლება თანამდებობაზე დარჩეს.მას მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმაც, რომელმაც გუტერეშის განცხადებებს შოკისმომგვრელი უწოდა და უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კაიროს სამიტზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების ქმედებები არ შეიძლება გამართლდეს იმით, რომ მანამდე „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ამასთან გენმდივანს მიაჩნია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ შეტევა უმიზეზოდ, „ცარიელ ადგილზე“ არ მომხდარა. მისი ეს სიტყვები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ტერორიზმის გამართლებად“ შეაფასეს.როგორც Times of Israel წერს, ახლა გაეროს გენმდივანი ცდილობს გამოასწოროს თავისი ნათქვამი, და X-ზე პოსტს აქვეყნებს.„პალესტინელი ხალხის უკმაყოფილება ვერ ამართლებს „ჰამასის“ თავდასხმას. ეს შემაძრწუნებელი თავდასხმა კი ვერ ამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას“, − ნათქვამია გუტერეშის პოსტში, რომელიც მან 25 ოქტომბრის დილით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283630968_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_43de98e5d1582ea2abf191e377b8f12f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, გაერო, ისრაელი , პოლიტიკა, პალესტინა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, გაერო, ისრაელი , პოლიტიკა, პალესტინა
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი აპირებს უარი უთხრას გაეროს წარმომადგენლებს ვიზების მიცემაზე იმ განცხადების გამო, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გააკეთა, აღნიშნა გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა.
მისი თქმით, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ანტონიუ გუტერეში ამართლებს ისრაელზე „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას.
„მისი გამონათქვამების გამო ჩვენ უარს ვეტყვით გაეროს წარმომადგენლებს ვიზების გაცემაზე. ჩვენ უკვე ვუთხარით უარი გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, ჭკუა ვასწავლოთ მათ“, − აღნიშნა ერდანმა.
მანამდე მან ანტონიუ გუტერეშის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა და განაცხადა, რომ მდივანი, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა ხოცვას გამართლებას უძებნის, არ შეიძლება თანამდებობაზე დარჩეს.
მას მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმაც, რომელმაც გუტერეშის განცხადებებს შოკისმომგვრელი უწოდა და უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კაიროს სამიტზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების ქმედებები არ შეიძლება გამართლდეს იმით, რომ მანამდე „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ამასთან გენმდივანს მიაჩნია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ შეტევა უმიზეზოდ, „ცარიელ ადგილზე“ არ მომხდარა. მისი ეს სიტყვები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ტერორიზმის გამართლებად“ შეაფასეს.
როგორც Times of Israel წერს, ახლა გაეროს გენმდივანი ცდილობს გამოასწოროს თავისი ნათქვამი, და X-ზე პოსტს აქვეყნებს.
„პალესტინელი ხალხის უკმაყოფილება ვერ ამართლებს „ჰამასის“ თავდასხმას. ეს შემაძრწუნებელი თავდასხმა კი ვერ ამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას“, − ნათქვამია გუტერეშის პოსტში, რომელიც მან 25 ოქტომბრის დილით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.