https://sputnik-georgia.com/20231025/garibashvili-briuselshi-shexvedrebs-agrzelebs-283624284.html
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება - ბრიუსელში ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარი თემა
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება - ბრიუსელში ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარი თემა
Sputnik საქართველო
საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წელს შეიტანა. 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T10:27+0400
2023-10-25T10:27+0400
2023-10-25T16:15+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283622728_0:116:1280:837_1920x0_80_0_0_dde16e9b348577c0fb6c57d58309854c.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.ვარჰეისთან გამართული შეხვედრისას ღარიბაშვილმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა.ევროკომისიის ანგარიში: საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს ასრულებს, თუმცა..>>>ღარიბაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები.გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს - კობახიძე საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე>>>ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283622728_86:0:1223:853_1920x0_80_0_0_5e09aa648831f0a167b2ebd3b458d90e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება - ბრიუსელში ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარი თემა
10:27 25.10.2023 (განახლებულია: 16:15 25.10.2023) საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წელს შეიტანა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ვარჰეისთან გამართული შეხვედრისას ღარიბაშვილმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა.
ღარიბაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.