მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოვაციები თურქეთის პარლამენტში: ერდოღანმა „ჰამასის“ ბოევიკებს განმათავისუფლებლები უწოდა

© AP Photo / Pavel Golovkin
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ წარმოებული „არაადამიანური“ ომის გამო, იუწყება BBC.
მისი თქმით, თურქეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ისრაელთან, მაგრამ ანკარა არასდროს ამართლებდა „ისრაელის მიერ ჩადენილ მხეცობასა და მისეულ სტილს – იმოქმედოს როგორც ორგანიზაციამ და არა როგორც სახელმწიფომ“.
ამასთან ერდოღანმა „ჰამასს“ განმათავისუფლებლები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ მიწასა და ხალხს იცავენ.

„ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია კი არა, მოჯაჰედთა ჯგუფია, რომლებიც თავიანთ მიწებს იცავენ. <...> ჩვენ ისრაელში ვიზიტის პროექტი გვქონდა, მაგრამ გავაუქმეთ. ისრაელში არ წავალთ“, − განაცხადა ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას.

აღინიშნება, რომ პრეზიდენტის ამ სიტყვებს თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში მქუხარე ოვაციები მოჰყვა.
ერდოღანმა ისრაელს ცეცხლის, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი აზრით, მუსლიმურმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტასა და რეგიონში მტკიცე მშვიდობის დამყარებას.
ყველა ახალი ამბავი
0