25 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Mariya Plotnikova / გადასვლა მედიაბანკშიდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გაეცანით 25 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი
23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.
25 ოქტომბერს დაბადებულები
25 ოქტომბერს დაბადებულები რთული ხასიათით გამოირჩევიან. არიან ძალზე ნებისყოფიანი, ვნებიანი, ჯიუტი ადამიანები. მათი ახლოს გაცნობა რთულია - გულღია და გულწრფელი ძალიან ახლობელ ადამიანებთანაც კი არ არიან.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის>>
არიან რა დამოუკიდებელი, თვითკმარი ადამიანები, ხანდახან სასტიკიც კი ჩანან. არიან მტკიცე, საკუთარი პრინციპების, იდეალების, საქმის ერთგული. მათი გადარწმუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
25 ოქტომბერს დაბადებულები ადვილად შედიან კონტაქტში, მაგრამ ახლოს იშვიათად თუ მიუშვებენ ვინმეს. ხშირად ამ ადამიანების ხასიათის ნიუანსები ოჯახის წევრებისთვისაც მათ შორის, მშობლებისთვისაც უცნობია.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“
25 ოქტომბერს ძლიერი ნებისყოფის მქონე და მიზანსწრაფული მორიელები იბადებიან. აქვთ უნიკალური უნარი, მარცხის შემდეგ აღდგნენ ფერფლიდან. იწყებენ ხელახლა, რათა დაიკმაყოფილონ თავიანთი სურვილები და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. გარშემომყოფთა მოსაზრებები ნაკლებად აღელვებთ, ასევე მოქმედებების შედეგები ახლობელი ადამიანებისთვის.
25 ოქტომბერს დაბადებული მორიელები მატერიალისტები და ცინიკოსები არიან. მაგრამ, ამავდროულად, შეუძლია იყოს ლოიალურიც. მაგრამ ეს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი ჩანაფიქრი აისრულოს.
ზოდიაქოს მომიჯნავე ნიშნების პერიოდში დაბადებულები: განსაკუთრებული თვისებები>>
25 ოქტომბერს დაბადებული დაწყებულ საქმეს არასდროს ტოვებს. არ უყვარს, როცა მის საქმეში ვინმე ერევა. როგორც ხელმძღვანელი, მომთხოვნის, მკაცრი, მაგრამ სამართლიანია.
ჯანმრთელობა
25 ოქტომბერს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ პრობლემებს. თუ რამე სტკივათ, ფიქრობენ, რომ თავისით გაივლის. შედეგად, დაავადება რთულდება და შემდეგ უკვე ან აღარ იკურნება, ან მისი მკურნალობა უკვე ძალიან ჭირს.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დასვენებას. ასევე კვებას, რადგან მათთვის ძალზე სარისკოა ზედმეტი საკვების მიღება.
რჩევა:
თქვენთვის ქაოსი სტრესული ფაქტორია, ამიტომ მოერიდეთ უწესრიგობას. თუ სახლში გაქვთ ქაოსი, ეცადეთ, პროფესიონალებს მიანდოთ საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0