https://sputnik-georgia.com/20231024/tbilisis-aeroporti-gamgzavrebis-terminals-afartoebs-283607996.html
თბილისის აეროპორტი გამგზავრების ტერმინალს აფართოვებს
თბილისის აეროპორტი გამგზავრების ტერმინალს აფართოვებს
Sputnik საქართველო
სარემონტო სამუშაოები გაფრენის ტერმინალში 2024 წლის თებერვალში დასრულდება. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T17:58+0400
2023-10-24T17:58+0400
2023-10-24T22:07+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887684_0:120:1277:838_1920x0_80_0_0_2f72417bbedb7abf673ffc0e7f1c8ed4.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარემონტო სამუშაოები მგზავრთა დამატებითი კომფორტის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების უზრუნველსაყოფად ტარდება, განაცხადეს კომპანია „ტავ ჯორჯიაში" (TAV Georgia), რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. ტერმინალში რეკონსტრუქციის სამუშაოები საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ზონებში 23 ოქტომბერს დაიწყო. კომპანია პროექტში 2,2 მლნ ლარს ჩადებს. სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალში იგეგმება. პროექტის განხორციელების შედეგად, რაც ითვალისწინებს ესკალატორებთან ღიობების შევსებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დამატებით 220 კვ.მ ფართობის სივრცე დაემატება. გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა. გაფართოვდება უშიშროების შემოწმების ზონა და ბიზნეს-ლაუნჯი გამგზავრების დარბაზში. რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები>>რეკონსტრუქციის დროს უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოება. სამშენებლო ტერიტორია, სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი მასალებით იქნება შემოსაზღვრული. ახლომდებარე რეგისტრაციის ადგილები სარემონტო სამუშაოების დამთავრებამდე არ იმუშავებს. თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. TAV-Georgia-ში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა>>საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887684_0:0:1275:956_1920x0_80_0_0_ec9afd68d0645a25421bff3649409d4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
თბილისის აეროპორტი გამგზავრების ტერმინალს აფართოვებს
17:58 24.10.2023 (განახლებულია: 22:07 24.10.2023) სარემონტო სამუშაოები გაფრენის ტერმინალში 2024 წლის თებერვალში დასრულდება.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სარემონტო სამუშაოები მგზავრთა დამატებითი კომფორტის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების უზრუნველსაყოფად ტარდება, განაცხადეს კომპანია „ტავ ჯორჯიაში" (TAV Georgia), რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ტერმინალში რეკონსტრუქციის სამუშაოები საპასპორტო კონტროლისა და საავიაციო უსაფრთხოების შემოწმების ზონებში 23 ოქტომბერს დაიწყო.
კომპანია პროექტში 2,2 მლნ ლარს ჩადებს. სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალში იგეგმება.
პროექტის განხორციელების შედეგად, რაც ითვალისწინებს ესკალატორებთან ღიობების შევსებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დამატებით 220 კვ.მ ფართობის სივრცე დაემატება. გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა.
გაფართოვდება უშიშროების შემოწმების ზონა და ბიზნეს-ლაუნჯი გამგზავრების დარბაზში.
რეკონსტრუქციის დროს უზრუნველყოფილი იქნება როგორც მგზავრების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოება. სამშენებლო ტერიტორია, სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი მასალებით იქნება შემოსაზღვრული. ახლომდებარე რეგისტრაციის ადგილები სარემონტო სამუშაოების დამთავრებამდე არ იმუშავებს.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. TAV-Georgia-ში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.