https://sputnik-georgia.com/20230316/tbilisis-saertasoriso-aeroporti-armosavlet-evropis-sauketeso-aeroportebis-xuteulsia-275837821.html
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა
Sputnik საქართველო
Skytrax World Airport Awards-ის ჯილდოს გადასაცემად რეიტინგის განსაზღვრისთვის მსოფლიოს 550 აეროპორტში 106 ეროვნების 13 მილიონი მგზავრი გამოიკითხა. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T14:23+0400
2023-03-16T14:23+0400
2023-03-16T17:56+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისი დღეს
ბათუმი
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/77/244697723_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f581dda3d65e2e6530ad3a9c8e4cb554.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა, იუწყება კომპანია TAV Georgia, რომელიც დედაქალაქისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. ამსტერდამში ჩატარდა ღონისძიება Skytrax World Airport Awards 2023, სადაც საქართველოს ორი აეროპორტი, რომელთაც TAV Georgia მართავს, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტებს შორის დასახელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ მოხვდა, ხოლო ბათუმის – მეორედ. მგზავრთა გამოკითხვის შედეგებით, თბილისის აეროპორტთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდნენ ბუდაპეშტის, ტალინის, რიგისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი, რომელიც ალექსანდრე ქართველის სახელს ატარებს, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში მოხვდა. TAV Georgia აეროპორტებში დასაქმების მსურველებს იწვევს>>მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი თეა ზაქარაძე, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში შეხვედრაც გამართა Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედთან. Skytrax – გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან. მგზავრები აეროპორტების სერვისს აფასებენ. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვას ამიერიდან ფრანგული კომპანია განახორციელებს>>თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. TAV-Georgia-ში 1,5 ათასი ადამიანია დასაქმებული. საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/77/244697723_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_51b9de4b10ce3753ba5c9e95f216bc38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს, ბათუმი , საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს, ბათუმი , საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა
14:23 16.03.2023 (განახლებულია: 17:56 16.03.2023) Skytrax World Airport Awards-ის ჯილდოს გადასაცემად რეიტინგის განსაზღვრისთვის მსოფლიოს 550 აეროპორტში 106 ეროვნების 13 მილიონი მგზავრი გამოიკითხა.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა, იუწყება კომპანია TAV Georgia, რომელიც დედაქალაქისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ამსტერდამში ჩატარდა ღონისძიება Skytrax World Airport Awards 2023, სადაც საქართველოს ორი აეროპორტი, რომელთაც TAV Georgia მართავს, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტებს შორის დასახელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ მოხვდა, ხოლო ბათუმის – მეორედ.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგებით, თბილისის აეროპორტთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდნენ ბუდაპეშტის, ტალინის, რიგისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი, რომელიც ალექსანდრე ქართველის სახელს ატარებს, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში მოხვდა.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი თეა ზაქარაძე, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში შეხვედრაც გამართა Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედთან.
Skytrax – გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს.
World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან. მგზავრები აეროპორტების სერვისს აფასებენ.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული. TAV-Georgia-ში 1,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.