https://sputnik-georgia.com/20231024/hamasma-kidev-ori0mzevali-gaatavisufla-283593846.html
„ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - ვიდეო
„ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T10:16+0400
2023-10-24T10:16+0400
2023-10-24T16:37+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
პალესტინა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283593040_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e7dd9c2d27a4d466db33f3a047c5d34d.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს.საუბარია 79 წლის ნურით კუპერსა და 85 წლის იოჰევედ ლიფშიცზე, რომლებიც 7 ოქტომბერს კიბუც ნირ ოზში აიყვანეს ტყვედ.გავრცელებული ცნობით, მათი მეუღლეები — 85 და 83 წლის მამაკაცები კვლავაც მძევლებად რჩებიან.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეშვება სამხედრო ვერტმფრენი თელ-ავივის საავადმყოფოს სახურავზე, იქიდან კი ორი ადამიანი გადმოჰყავთ — ერთი ინვალიდის სავარძლით, მეორე კი სამედიცინო საკაცით. ვიდეო საავადმყოფოს მეზობლად მდებარე შენობის სახურავიდანაა გადაღებული.ისრაელის ხელისუფლებამ ტყვეების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და წითელ ჯვარს. ამასთან აღინიშნება, რომ მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი კატარზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.მანამდე „ჰამასის“ წარმომადგენელმა უსამა ჰამდანმა, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში იმყოფება, The World Tonight Radio-ს განუცხადა, რომ ნურით კუპერი და იოჰევედ ლიფშიცი თავიდან „სხვებმა“ გაიტაცეს, „ჰამასი“ კი მათ მოძებნასა და უკან დაბრუნებაში დაეხმარა.ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ მზად იყო ასაკოვანი ქალები ჯერ კიდევ პარასკევს გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამას ისრაელი შეეწინააღმდეგა. ისრაელის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ამ განცხადებას და „ჰამასის“ წარმომადგენლის სიტყვებს სიცრუესა და პროპაგანდას უწოდებს.მანამდე „ჰამასმა“, „ჰუმანიტარული მოსაზრებით“, სხვა ორი მძევალი ქალი — ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ჯუდით და ნატალი რაანანები გაათავისუფლა. ცაჰალის განახლებული მონაცემებით, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, „ჰამასმა“ ტყვედ სულ 222 ადამიანი აიყვანა. ამ რიცხვში უკვე გათავისუფლებული ოთხი მძევალიც მოიაზრებოდა.
პალესტინა
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283593040_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_5fe52170cab8f486f0b4106ce9681269.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, ისრაელი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, ისრაელი
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს.
საუბარია 79 წლის ნურით კუპერსა და 85 წლის იოჰევედ ლიფშიცზე, რომლებიც 7 ოქტომბერს კიბუც ნირ ოზში აიყვანეს ტყვედ.
გავრცელებული ცნობით, მათი მეუღლეები — 85 და 83 წლის მამაკაცები კვლავაც მძევლებად რჩებიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეშვება სამხედრო ვერტმფრენი თელ-ავივის საავადმყოფოს სახურავზე, იქიდან კი ორი ადამიანი გადმოჰყავთ — ერთი ინვალიდის სავარძლით, მეორე კი სამედიცინო საკაცით. ვიდეო საავადმყოფოს მეზობლად მდებარე შენობის სახურავიდანაა გადაღებული.
ისრაელის ხელისუფლებამ ტყვეების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და წითელ ჯვარს. ამასთან აღინიშნება, რომ მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი კატარზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.
მანამდე „ჰამასის“ წარმომადგენელმა უსამა ჰამდანმა, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში იმყოფება, The World Tonight Radio-ს განუცხადა, რომ ნურით კუპერი და იოჰევედ ლიფშიცი თავიდან „სხვებმა“ გაიტაცეს, „ჰამასი“ კი მათ მოძებნასა და უკან დაბრუნებაში დაეხმარა.
ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ მზად იყო ასაკოვანი ქალები ჯერ კიდევ პარასკევს გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამას ისრაელი შეეწინააღმდეგა. ისრაელის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ამ განცხადებას და „ჰამასის“ წარმომადგენლის სიტყვებს სიცრუესა და პროპაგანდას უწოდებს.
მანამდე „ჰამასმა“, „ჰუმანიტარული მოსაზრებით“, სხვა ორი მძევალი ქალი — ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ჯუდით და ნატალი რაანანები გაათავისუფლა. ცაჰალის განახლებული მონაცემებით, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, „ჰამასმა“ ტყვედ სულ 222 ადამიანი აიყვანა. ამ რიცხვში უკვე გათავისუფლებული ოთხი მძევალიც მოიაზრებოდა.