https://sputnik-georgia.com/20231024/daasvenet-es-qveyana-irakli-kobaxize-revoluciur-scenarebze-283620915.html
დაასვენეთ ეს ქვეყანა - ირაკლი კობახიძე რევოლუციურ სცენარებზე
დაასვენეთ ეს ქვეყანა - ირაკლი კობახიძე რევოლუციურ სცენარებზე
Sputnik საქართველო
თუ ვინმეს სურს ქაოსი, „მეორე ფრონტი“, ის შესაბამის პასუხს მიიღებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T23:33+0400
2023-10-24T23:33+0400
2023-11-03T15:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136988_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_e71614807fb8b752d974093241e18f21.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. რევოლუციური თემების აქტუალიზაცია საქართველოში შემაშფოთებელია და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.თბილისში, 31 ოქტომბერს, ჟურნალი „ინდიგო“, გერმანიის უძველესი პოლიტიკური ფონდის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გამართავს დისკუსიას სახელწოდებით „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“.მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება ომები და რევოლუციები, და ხელისუფლება საზოგადოების მხარეს იქნება.„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, - განაცხადა კობახიძემ.„ინდიგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება ეძღვნება ჟურნალის ახალ ნომერს, რომლის სტატიები ეხება 20-21 საუკუნეების საქართველოში მომხდარ საპროტესტო აქციებს და მათ ანალიზს სხვადასხვა კუთხით.დასავლეთის ფონდები საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებენ? >>რევოლუციის თემა საქართველოში აქტუალური გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადების შემდეგ. განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქვეყანაში USAID-ის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.„შენ არღვევ, მე ვიხდი“ - გახსნილია საქართველოში არეულობების წახალისების ახალი სქემა>>USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან უკვე ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და რომ სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136988_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_14715bc18560b18cf9e79b1fe78fc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
დაასვენეთ ეს ქვეყანა - ირაკლი კობახიძე რევოლუციურ სცენარებზე
23:33 24.10.2023 (განახლებულია: 15:32 03.11.2023) თუ ვინმეს სურს ქაოსი, „მეორე ფრონტი“, ის შესაბამის პასუხს მიიღებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. რევოლუციური თემების აქტუალიზაცია საქართველოში შემაშფოთებელია და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, 31 ოქტომბერს, ჟურნალი „ინდიგო“, გერმანიის უძველესი პოლიტიკური ფონდის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გამართავს დისკუსიას სახელწოდებით „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“.
„სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია - როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება მითუმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ - დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული, ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება ომები და რევოლუციები, და ხელისუფლება საზოგადოების მხარეს იქნება.
„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, - განაცხადა კობახიძემ.
„ინდიგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება ეძღვნება ჟურნალის ახალ ნომერს, რომლის სტატიები ეხება 20-21 საუკუნეების საქართველოში მომხდარ საპროტესტო აქციებს და მათ ანალიზს სხვადასხვა კუთხით.
რევოლუციის თემა საქართველოში აქტუალური გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადების შემდეგ. განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქვეყანაში USAID-ის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან უკვე ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და რომ სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.