https://sputnik-georgia.com/20231024/ass-axlo-armosavletidan-amerikelebis-masstaburi-evakuaciistvis-emzadeba-283595352.html
მასშტაბური ევაკუაცია: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან ასობით ათასი ამერიკელის გასაყვანად ემზადება
მასშტაბური ევაკუაცია: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან ასობით ათასი ამერიკელის გასაყვანად ემზადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები 100 ათასზე ბევრად მეტი ამერიკელის ევაკუაციისთვის ემზადება, თუ „ღაზის სექტორში... 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T11:14+0400
2023-10-24T11:14+0400
2023-10-24T17:15+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
აშშ
პალესტინა
ლიბანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272711197_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_1f903afcb7ed1777a573c2b466ea2158.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები 100 ათასზე ბევრად მეტი ამერიკელის ევაკუაციისთვის ემზადება, თუ „ღაზის სექტორში სისხლისღვრის შეკავება ვერ მოხერხდება“, წერს Washington Post აშშ-ის მთავრობის საგანგებო გეგმებში ჩახედულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის დროს ისრაელში დაახლოებით 600 ათასი ამერიკელი იმყოფებოდა, ხოლო მეზობელ ლიბანში — დაახლოებით 86 ათასი.არ გამოტოვოთ: ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გათავისუფლა - ვიდეოWP-ის წყაროების თქმით, ამ მასშტაბის ევაკუაციის გეგმა იმ შემთხვევისთვის მუშავდება, თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ანონიმი ოფიციალური პირი ამბობს, „უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ასეთი გეგმა საერთოდ არ არსებობდეს“.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევაკუაციის საჭიროება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ცაჰალმა“ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ბოევიკების განადგურების მიზნით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰესბოლამ“ კი „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადა და ისრაელს ჩრდილოეთიდან ესხმის თავს რაკეტებით.წყაროების თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულადაა შეშფოთებული „ჰესბოლას“ ქმედებებით.გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლების შეშფოთებას პროპალესტინური ხალხმრავალი დემონსტრაციებიც აძლიერებს, რომლებმაც მთელი არაბული სამყარო მოიცვა.არ გამოტოვოთ: პროვოკაცია მეტროში - მემანქანე სამსახურს დროებით ჩამოაშორესWP-ის განმარტებით, აშშ-ის ხელისუფლება არ აპირებდა ევაკუაციის გეგმებზე საჯაროდ საუბარს, რათა ამერიკელებში პანიკა არ გამოეწვია. მაგრამ ბოლო დღეებში მათ პოზიცია შეცვალეს, რათა სამხედრო კონფლიქტში სხვა აქტორების ჩართვის დაუშვებლობას გაუსვან ხაზი.გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაცია შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ბოლო დროს ჩატარებული სხვა ოპერაციები. მათი ვარაუდით, ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობა შესაძლოა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ან საზღვაო ძალების ხომალდებმა მიიღონ, რომლებიც მანამდე ჩავიდნენ რეგიონში.
აშშ
პალესტინა
ლიბანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272711197_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_769ba1e8c7768f85d46c93eb12c7d7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, აშშ , პალესტინა, ლიბანი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, აშშ , პალესტინა, ლიბანი
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები 100 ათასზე ბევრად მეტი ამერიკელის ევაკუაციისთვის ემზადება, თუ „ღაზის სექტორში სისხლისღვრის შეკავება ვერ მოხერხდება“, წერს
Washington Post აშშ-ის მთავრობის საგანგებო გეგმებში ჩახედულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის დროს ისრაელში დაახლოებით 600 ათასი ამერიკელი იმყოფებოდა, ხოლო მეზობელ ლიბანში — დაახლოებით 86 ათასი.
WP-ის წყაროების თქმით, ამ მასშტაბის ევაკუაციის გეგმა იმ შემთხვევისთვის მუშავდება, თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ანონიმი ოფიციალური პირი ამბობს, „უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ასეთი გეგმა საერთოდ არ არსებობდეს“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევაკუაციის საჭიროება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ცაჰალმა“ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ბოევიკების განადგურების მიზნით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰესბოლამ“ კი „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადა და ისრაელს ჩრდილოეთიდან ესხმის თავს რაკეტებით.
წყაროების თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიოზულადაა შეშფოთებული „ჰესბოლას“ ქმედებებით.
„ეს რეალურ პრობლემად იქცა. ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია, რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, — აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლების შეშფოთებას პროპალესტინური ხალხმრავალი დემონსტრაციებიც აძლიერებს, რომლებმაც მთელი არაბული სამყარო მოიცვა.
WP-ის განმარტებით, აშშ-ის ხელისუფლება არ აპირებდა ევაკუაციის გეგმებზე საჯაროდ საუბარს, რათა ამერიკელებში პანიკა არ გამოეწვია. მაგრამ ბოლო დღეებში მათ პოზიცია შეცვალეს, რათა სამხედრო კონფლიქტში სხვა აქტორების ჩართვის დაუშვებლობას გაუსვან ხაზი.
გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაცია შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ბოლო დროს ჩატარებული სხვა ოპერაციები. მათი ვარაუდით, ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობა შესაძლოა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ან საზღვაო ძალების ხომალდებმა მიიღონ, რომლებიც მანამდე ჩავიდნენ რეგიონში.