https://sputnik-georgia.com/20231023/saqartvelosi-piradi-cxovrebis-amsaxveli-asobit-faili-amoires-283580885.html
საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ასობით ფაილი ამოიღეს: დაკავებულია 14 პირი
საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ასობით ფაილი ამოიღეს: დაკავებულია 14 პირი
Sputnik საქართველო
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ განადგურდება. 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T18:24+0400
2023-10-23T18:24+0400
2023-10-23T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264905816_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_6ca84d238b9f10e0ffa31caaf1ed839e.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან შვიდი პირი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის მარტში თბილისში მცხოვრებმა 42 წლის მამაკაცმა ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით კი აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე TikTok-ზე განათავსა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მამაკაცი დაზარალებულის მომართვის შემდეგ დააკავა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყებამ ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე რუსთავში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი დააკავა. მან 23 წლის ქალის სოციალურ გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა მან დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე საჯაროდ განათავსა სოციალურ ქსელში.დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს როგორც ნაცნობ, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.უწყებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო. აღნიშნული მასალა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ განადგურდება.უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.წყარო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264905816_429:0:3000:1928_1920x0_80_0_0_b03bf6183f785eae2ab03c380d6ea576.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ასობით ფაილი ამოიღეს: დაკავებულია 14 პირი
18:24 23.10.2023 (განახლებულია: 21:07 23.10.2023) პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ განადგურდება.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან შვიდი პირი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის მარტში თბილისში მცხოვრებმა 42 წლის მამაკაცმა ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით კი აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე TikTok-ზე განათავსა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მამაკაცი დაზარალებულის მომართვის შემდეგ დააკავა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებამ ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე რუსთავში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი დააკავა. მან 23 წლის ქალის სოციალურ გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა მან დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე საჯაროდ განათავსა სოციალურ ქსელში.
დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს როგორც ნაცნობ, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.
უწყებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო. აღნიშნული მასალა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ განადგურდება.
უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.