ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2024 წელს ოთხი ქართველი მწერალია და ილუსტრატორია წარდგენილი

© courtesy of Astrid Lindgren Memorial Award ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია
 ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2023
გამოწერა
2024 წლის პრემიაზე 68 ქვეყნიდან 245 კანდიდატია წარდგენილი.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ 2024 წელს ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიაზე ოთხი ნომინანტი წარადგინა, ნათქვამია ღონისძიების ვებსაიტზე.
2024 წლის პრემიაზე 68 ქვეყნიდან 245 კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან საერთაშორისო ნომინანტი ორგანიზაციების მიერ ნომინირებული მწერლები, ილუსტრატორები, მთხრობელები და ლიტერატურის გამავრცელებლები. ლაურეატების ვინაობა 2024 წლის 9 აპრილს გამოვლინდება.
საქართველოდან წარდგენილი არიან: ავტორები გივი ჩიღვინაძე და ვასო გულეური, ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე, ავტორი და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი, ასევე წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლა.
გივი ჩიღვინაძეს კარგად იცნობენ როგორც ზრდასრული მკითხველები, ასევე ბავშვები. მისი ლექსები, მოთხრობები, ნაწარმოებები ბავშვებისთვის და ისტორიული კვლევები დიდი ხანია იბეჭდება ლიტერატურულ, საბავშვო და ისტორიულ ჟურნალებში, ასევე ცალკე წიგნებად არის გამოცემული.
ჩიღვინაძის პოეზიისა და პროზის გმირები ყველაზე ხშირად ცხოველები და ფრინველები არიან, რომლებსაც ავტორი სხვადასხვა ადამიანურ თვისებებს ანიჭებს. მაგრამ ავტორის შემოქმედების მთავარი ლაიტმოტივი ბუნების სიყვარულია, რასაც ჩიღვინაძე ბავშვებს უნერგავს.
ვასო გულეური არაერთი საბავშვო წიგნის ავტორია. მისი პირველი საბავშვო ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ „დილაში“. 2007 წელს საბავშვო ლექსების ციკლმა „საბავშვო ბაღი“ „წეროს“ ლიტერატურულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
გიორგი ჯინჭარაძემ წიგნებიდან ილუსტრაციების გადახატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. პირველი წიგნი, რომელიც ჯინჭარაძემ შექმნა, იყო „ზღაპრების ატლასი“. ჯინჭარაძემ ბავშვობის ფანტაზიებითა და მოგონებებით სამი ქართული ხალხური ზღაპრის („წიქარა", „ამირანი" და „მგელი") ილუსტრაციები შექმნა.
თათია ნადარეიშვილი რამდენიმე ილუსტრირებული ზღაპრის ავტორია. ნადარეიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, შემდეგ მიიღო მაგისტრის ხარისხი რეკლამის გრაფიკაში. აღსანიშნავია, რომ მისი ზღაპარი „ღამე მშვიდობისა" გამოიცა შვეიცარიაში გერმანულენოვანი ბაზრისთვის, ასევე ჩინეთში.
ზღაპარი თუ რეალობა? თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიხსნება >>
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს.
პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0