https://sputnik-georgia.com/20220330/tbilisshi-gamopena-wiqara-muzeumi-muzeumshi-gaixsneba-265599712.html
ზღაპარი თუ რეალობა? თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიხსნება
ზღაპარი თუ რეალობა? თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიხსნება
Sputnik საქართველო
გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ პირველად 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში იქნა წარდგენილი. 30.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-30T10:08+0400
2022-03-30T10:08+0400
2022-03-30T16:34+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/46/244624696_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_befe2d8ff157540f2af76c26f682ba29.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ TBC Concept გალერეაში 1 აპრილს გაიხსნება.ექსპოზიცია აერთიანებს კურატორებისა და მხატვრების – თამარ ნადირაძის, ზურაბ მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის, ნატო ბაგრატიონის და სხვათა ნამუშევრებს. პროექტის იდეის ავტორები არიან ილუსტრატორები გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი.გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ პირველად 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა – საქართველო“ კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში იქნა წარდგენილი.ექსპოზიცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, მაშინდელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და „TBC ბანკის“ ხელშეწყობით განხორციელდა.TBC Concept-ის სივრცეში გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 1-28 აპრილის პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/46/244624696_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8cb9ce9bd56aac7f47c8cd1592e2ed9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ზღაპარი თუ რეალობა? თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიხსნება
10:08 30.03.2022 (განახლებულია: 16:34 30.03.2022) გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ პირველად 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში იქნა წარდგენილი.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ TBC Concept გალერეაში 1 აპრილს გაიხსნება.
ექსპოზიცია აერთიანებს კურატორებისა და მხატვრების – თამარ ნადირაძის, ზურაბ მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის, ნატო ბაგრატიონის და სხვათა ნამუშევრებს. პროექტის იდეის ავტორები არიან ილუსტრატორები გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი.
„მუზეუმის ავტორებმა ბიბლიოთეკებსა და არქივებში ზღაპრის სხვადასხვა ვერსიები, სხვადასხვა ნაწილები მოიძიეს და გააერთიანეს. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მარიამ ნატროშვილმა.
გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“ პირველად 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა – საქართველო“ კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში იქნა წარდგენილი.
ექსპოზიცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, მაშინდელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და „TBC ბანკის“ ხელშეწყობით განხორციელდა.
TBC Concept-ის სივრცეში გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 1-28 აპრილის პერიოდში.