https://sputnik-georgia.com/20231022/22-oqtombers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-283516025.html
22 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
22 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 22 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 22.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-22T00:15+0400
2023-10-22T00:15+0400
2023-10-22T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23793/08/237930845_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_89409a50fdd6c34a8f367b06e7f42635.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.14-22 ოქტომბრის პერიოდი14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.22 ოქტომბერს დაბადებულები22 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მიზანსწრაფული და ჯიუტი არიან. გამოირჩევიან ადამიანის ფსიქოლოგიისა და ქცევის ფაქიზი შეგრძნებით. აქვთ ინტუიცია, აბსტრაქტული აზროვნება. ამ ადამიანებს ურთიერთობების პრობლემა არა აქვთ.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>ეს ადამიანები ყურადღების ცენტრში მოქცევისკენ არ ისწრაფვიან, მაგრამ თითქმის ყოველთვის სწორედ იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან ადამიანები თავად ისწრაფვიან ამ დღეს დაბადებულებისკენ - ვიღაცას რჩევა უნდა, ვიღაცას, უბრალოდ, საინტერესო ურთიერთობა.22 ოქტომბერს დაბადებულები ორბუნებოვანი ნატურები არიან. მათი დამახასიათებელი თვისებებია ემოციურობა და ლოგიკა, იდუმალება და გულღიაობა. რომელი მხარეა უფრო აქტიური, განწყობაზეა დამოკიდებული.22 ოქტომბერს დაბადებული სასწორები არაორდინალური პიროვნებები არიან. მათ უყვართ ყველაფრისა და ყველას გაკონტროლება. თუ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს, ეს მათთვის ძლიერი სტრესის მიზეზია. მათ შეუძლიათ ცხოვრების მიმართ რამდენადმე გაუცხოებული დამოკიდებულებაც ჰქონდეთ და ასევე, შეუძლიათ, ყოფით პრობლემებში თავით გადაეშვან.სასწორები ნებისყოფიანი, ენერგიული ადამიანები არიან. თუ ეს ადამიანები ემოციებს ვერ გამოხატავენ, ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ნებისმიერ კომპანიაში მათი დანახვა უხარიათ, რადგან არიან ოპტიმიზმით აღსავსე, ენამახვილი და იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები. მეგობრებით განებივრებული არ არიან, რისი მიზეზიც ზედმეტი კრიტიკულობაა.დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>22 ოქტომბერს დაბადებულები მეამბოხე ხასიათისა არიან. ამის გამო, შესაძლოა, სამსახურის გამოცვლა ხშირად მოუწიოთ. როგორც წესი, მათი კარიერა მოწიფულობაში ყალიბდება. ხშირად წარმატებებს სპონტანურად არჩეულ პროფესიაში აღწევენ, ამ დროს კი დიპლომი სულ სხვა სფეროში შეიძლება ჰქონდეთ.ამ დღეს დაბადებულებს გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა. ვერ იტანენ ტყუილს. ხელმძღვანელ პოზიციებზე ეს ადამიანები ხელქვეითებს ზურგს უმაგრებენ და იცავენ.ჯანმრთელობა22 ოქტომბერს დაბადებულები ძალიან განიცდიან თავიანთ გარეგნობას - როგორც არ უნდა გამოიყურებოდნენ, მაინც ძალიან დიდ დროსა და ძალას ახმარენ იდეალური ფორმების შეძენას. ამ დროს, ჯანმრთელობას ყურადღებას, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ უთმობენ. მათთვის რეკომენდებულია კომპლექსური კვლევების პერიოდულად ჩატარება, მცირეოდენი ტკივილისა და სხვადასხვა სიმპტომისთანავე ექიმთან ვიზიტი, რათა ეს სერიოზულ დაავადებაში არ გადაიზარდოს.როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>რჩევა:თქვენ ცდილობთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები შეაკავოთ. ეს ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთი მკაცრი თვითკონტროლი, შესაძლოა, ერთ წამში დაინგრეს. ეცადეთ, არ დაუშვათ ეს.
https://sputnik-georgia.com/20230923/saswori-sazriani-mwvidi-windaxeduli-zogadi-daxasiateba-libra-282540687.html
https://sputnik-georgia.com/20230912/zodiaqos-momijnave-nisnebis-periodsi-dabadebulebi-282188036.html
https://sputnik-georgia.com/20231011/rogor-colze-ocneboben-mamakacebi-zodiaqos-mixedvit-283131260.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23793/08/237930845_156:0:1844:1266_1920x0_80_0_0_74de8c61af765d696f2e61475c824e68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
22 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 22 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.
14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ.
23 სექტემბერი 2023, 19:00
როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.
22 ოქტომბერს დაბადებულები
22 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე მიზანსწრაფული და ჯიუტი არიან. გამოირჩევიან ადამიანის ფსიქოლოგიისა და ქცევის ფაქიზი შეგრძნებით. აქვთ ინტუიცია, აბსტრაქტული აზროვნება. ამ ადამიანებს ურთიერთობების პრობლემა არა აქვთ.
ეს ადამიანები ყურადღების ცენტრში მოქცევისკენ არ ისწრაფვიან, მაგრამ თითქმის ყოველთვის სწორედ იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან ადამიანები თავად ისწრაფვიან ამ დღეს დაბადებულებისკენ - ვიღაცას რჩევა უნდა, ვიღაცას, უბრალოდ, საინტერესო ურთიერთობა.
22 ოქტომბერს დაბადებულები ორბუნებოვანი ნატურები არიან. მათი დამახასიათებელი თვისებებია ემოციურობა და ლოგიკა, იდუმალება და გულღიაობა. რომელი მხარეა უფრო აქტიური, განწყობაზეა დამოკიდებული.
12 სექტემბერი 2023, 17:20
22 ოქტომბერს დაბადებული სასწორები არაორდინალური პიროვნებები არიან. მათ უყვართ ყველაფრისა და ყველას გაკონტროლება. თუ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს, ეს მათთვის ძლიერი სტრესის მიზეზია. მათ შეუძლიათ ცხოვრების მიმართ რამდენადმე გაუცხოებული დამოკიდებულებაც ჰქონდეთ და ასევე, შეუძლიათ, ყოფით პრობლემებში თავით გადაეშვან.
სასწორები ნებისყოფიანი, ენერგიული ადამიანები არიან. თუ ეს ადამიანები ემოციებს ვერ გამოხატავენ, ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ნებისმიერ კომპანიაში მათი დანახვა უხარიათ, რადგან არიან ოპტიმიზმით აღსავსე, ენამახვილი და იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები. მეგობრებით განებივრებული არ არიან, რისი მიზეზიც ზედმეტი კრიტიკულობაა.
22 ოქტომბერს დაბადებულები მეამბოხე ხასიათისა არიან. ამის გამო, შესაძლოა, სამსახურის გამოცვლა ხშირად მოუწიოთ. როგორც წესი, მათი კარიერა მოწიფულობაში ყალიბდება. ხშირად წარმატებებს სპონტანურად არჩეულ პროფესიაში აღწევენ, ამ დროს კი დიპლომი სულ სხვა სფეროში შეიძლება ჰქონდეთ.
ამ დღეს დაბადებულებს გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა. ვერ იტანენ ტყუილს. ხელმძღვანელ პოზიციებზე ეს ადამიანები ხელქვეითებს ზურგს უმაგრებენ და იცავენ.
22 ოქტომბერს დაბადებულები ძალიან განიცდიან თავიანთ გარეგნობას - როგორც არ უნდა გამოიყურებოდნენ, მაინც ძალიან დიდ დროსა და ძალას ახმარენ იდეალური ფორმების შეძენას. ამ დროს, ჯანმრთელობას ყურადღებას, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ უთმობენ.
მათთვის რეკომენდებულია კომპლექსური კვლევების პერიოდულად ჩატარება, მცირეოდენი ტკივილისა და სხვადასხვა სიმპტომისთანავე ექიმთან ვიზიტი, რათა ეს სერიოზულ დაავადებაში არ გადაიზარდოს.
თქვენ ცდილობთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები შეაკავოთ. ეს ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთი მკაცრი თვითკონტროლი, შესაძლოა, ერთ წამში დაინგრეს. ეცადეთ, არ დაუშვათ ეს.