თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - სექტემბრის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალი სახლის მშენებლობ თბილისში
ახალი სახლის მშენებლობ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2023
გამოწერა
2023 წლის სექტემბერში სულ 548 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 8%-ით ნაკლებია, ნათქვამია კვლევაში
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა – 2023 წლის სექტემბერში თითქმის 3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 9%-ით ნაკლებია აგვისტოს მონაცემზე და 17%-ით ნაკლები 2022 წლის სექტემბერზე, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსები გასულ წელთან შედარებით გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ წინა პერიოდში საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მაღალ მოთხოვნას.

„სექტემბერში გასაყიდმა ფასმა 1169 $/კვ.მ შეადგინა, აგვისტოსთან შედარებით ის ფაქტობრივად უცვლელი დარჩა (+1%). წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდამ 21% შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

2023 წლის სექტემბერში სულ 548 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. წინა თვესთან შედარებით კი 13%-იანი კლება დაფიქსირდა.
ძველ ბინებზე განხორციელდა 2451 ტრანზაქცია, რაც 18%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. თვიური გადაანგარიშებით გაყიდვები 8%-ით შემცირდა.
სექტემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა.
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა >>
ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების ფონზე ბაზრის მოცულობა თვიური გადაანგარიშებით 11%-ით შემცირდა, წლიური გადაანგარიშებით - 3%-ით და 224 მილიონ დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ წლიურად 35%-ით გაიზარდა.
სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასი 12,4 დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0