ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
ბათუმში ახალაშენებულ სახლებში ბინების ფასმა გასულ თვეში 7%-ით მოიმატა და ერთ კვადრატულ მეტრზე 940 დოლარი შეადგინა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი ფართების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 2023 წლის სექტემბერში 31%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – გაიყიდა 1,2 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვის თანახმად, ბაზრის მოცულობა სექტემბერში 30%-ით შემცირდა და 53 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ახალი ბინების გაყიდვა 32%-ით შემცირდა, ძველი ბინების – 20%-ით.

„2023 წლის სექტემბერში 7%-ით გაიზარდა ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი და კვ.მ-ზე 940 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 751 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მთლიანობაში, ბათუმში 2023 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 18%-ით შემცირდა 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, გაიყიდა 3,8 ათასი ბინა.
ბაზრის მოცულობა ივლის–აგვისტოში 19%-ით შემცირდა და 164 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, ახალი ბინების გაყიდვები შემცირდა 18%-ით, ხოლო ძველი ბინების – 23%-ით.
ბათუმში 2023 წლის III კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 969 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 711 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0