https://sputnik-georgia.com/20231021/biznesmen-gico-margvelasvils-iararis-ukanonod-sezena-senaxvis-faqtze-patimroba-seefarda-283521266.html
ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა
ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა წარსულში ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ვერის საძმოს წევრი და მისი მეგობარი ორი დღის წინ დააკავეს. 21.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-21T19:27+0400
2023-10-21T19:27+0400
2023-10-21T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბიზნესმენ გივი (გიჩო) მარგველაშვილს და მის მეგობარს კობა პაიჭაძეს, რომლებიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „მთავარი არხი“.გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი კობა პაიჭაძე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ გააჩერა, სამართალდამცველებმა მათი მანქანა გაჩხრიკეს და იარაღები აღმოაჩინეს. მარგველაშვილმა ბრალი უარყო, პაიჭაძემ კი განაცხადა, რომ იარაღი მას ეკუთვნის.ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა >>სასამართლო პროცესზე ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება ითხოვდნენ. მარგველაშვილის შემთხვევაში 30.000 ლარს, ხოლო პაიჭაძის - 10.000 ლარს, თუმცა მოსამართლემ ორივე პატიმრობაში დატოვა.გიჩო მარგველაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრია, მისი სახელი რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა.4 მაისის საღამოს ვერაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი სწორედ მარგველაშვილი იყო, მეორე - შემთხვევითი გამვლელი, ხოლო დაღუპული კი საბა გახოკია, რომელმაც მარგველაშვილს ესროლა. თავად გახოკია კი მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ მოკლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა წარსულში ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ვერის საძმოს წევრი და მისი მეგობარი ორი დღის წინ დააკავეს.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბიზნესმენ გივი (გიჩო) მარგველაშვილს და მის მეგობარს კობა პაიჭაძეს, რომლებიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „მთავარი არხი“.
გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი კობა პაიჭაძე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ გააჩერა, სამართალდამცველებმა მათი მანქანა გაჩხრიკეს და იარაღები აღმოაჩინეს. მარგველაშვილმა ბრალი უარყო, პაიჭაძემ კი განაცხადა, რომ იარაღი მას ეკუთვნის.
ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება ითხოვდნენ. მარგველაშვილის შემთხვევაში 30.000 ლარს, ხოლო პაიჭაძის - 10.000 ლარს, თუმცა მოსამართლემ ორივე პატიმრობაში დატოვა.
გიჩო მარგველაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრია, მისი სახელი რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა.
4 მაისის საღამოს ვერაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი სწორედ მარგველაშვილი იყო, მეორე - შემთხვევითი გამვლელი, ხოლო დაღუპული კი საბა გახოკია, რომელმაც მარგველაშვილს ესროლა. თავად გახოკია კი მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ მოკლა.