https://sputnik-georgia.com/20230507/srola-gogebashvilze-dakavebuls-patimroba-sheeparda-277420398.html
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ორმხრივი სროლის შედეგად, რომელიც რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. 07.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-07T12:22+0400
2023-05-07T12:22+0400
2023-05-07T12:22+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა 4 მაისს, საღამოს თბილისში, რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს თავდაპირველად განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებოდა. თუმცა, მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა და მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი დააკავეს>>>გამოძიების ცნობით, უფროსი ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან ერთად და მობილური ტელეფონით საუბრობდა. მოულოდნელად ნათესავს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა შეწყვიტა სროლა, დაჭრილის მიმართულებით, უფროსმა ინსპექტორმა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული „გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა თავდამსხმელის მიმართულებით.მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.მედიის ცნობით, სროლის დროს დაიჭრა ბიზნესმენი, მეტსახელად „გიჩო“ – გივი მარგველაშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა
ორმხრივი სროლის შედეგად, რომელიც რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 4 მაისს, საღამოს თბილისში, რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს თავდაპირველად განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებოდა. თუმცა, მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა და მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, უფროსი ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან ერთად და მობილური ტელეფონით საუბრობდა. მოულოდნელად ნათესავს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა შეწყვიტა სროლა, დაჭრილის მიმართულებით, უფროსმა ინსპექტორმა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული „გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა თავდამსხმელის მიმართულებით.
მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, სროლის დროს დაიჭრა ბიზნესმენი, მეტსახელად „გიჩო“ – გივი მარგველაშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრი იყო.