https://sputnik-georgia.com/20230505/--------277370247.html
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ... 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T13:47+0400
2023-05-05T13:47+0400
2023-05-05T20:05+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1589:895_1920x0_80_0_0_4456185d3f8b2933fbfda80a952fa27c.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა.ორმხრივი სროლის შედეგად, რომელიც ხუთშაბათს, საღამოს რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უფროსი ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე დასაცავი პირის ნათესავთან ერთად იმყოფებოდა და მობილური ტელეფონით საუბრობდა. მოულოდნელად ნათესავს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა.ამის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, მაგრამ ადგილზე მყოფმა უფროსმა ინსპექტორმა მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა არ მისცა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელი გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.უწყების ცნობით, პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი იარაღს კანონდარღვევით ატარებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1162:872_1920x0_80_0_0_5c097095ec484a073549c82f0cc811ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სროლა გოგებაშვილზე: მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
13:47 05.05.2023 (განახლებულია: 20:05 05.05.2023) თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა.
ორმხრივი სროლის შედეგად, რომელიც ხუთშაბათს, საღამოს რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უფროსი ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე დასაცავი პირის ნათესავთან ერთად იმყოფებოდა და მობილური ტელეფონით საუბრობდა. მოულოდნელად ნათესავს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა.
ამის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, მაგრამ ადგილზე მყოფმა უფროსმა ინსპექტორმა მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა არ მისცა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელი გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი იარაღს კანონდარღვევით ატარებდა.