https://sputnik-georgia.com/20231020/zamtris-saburavebi-da-mocurebis-sawinaarmdego-jawvebi-sesazloa-savarldebulo-gaxdes-283506578.html
ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზამთრის პერიოდში ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T20:38+0400
2023-10-20T20:38+0400
2023-10-20T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250994756_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_3852108641d688e9ef5843fb470fd2df.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზამთრის პერიოდში ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.შესაბამისი ცვლილებების შეტანა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით უკვე შევიდა პარლამენტში.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება ორშაბათსაა დაგეგმილი ბიუროს სხდომაზე.ცნობილი ხდება, რომ მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალსაც განსაზღვრავს, რომლებზეც ზამთრის აღჭურვილობით მოძრაობა სავალდებულო იქნება.პროექტის მიხედვით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში მთავრობის მიერ დადგენილ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას მძღოლი ვალდებული იქნება, ავტომობილის ყველა თვალზე შესაბამისი მახასიათებლების (ანუ ზამთრის) საბურავები ეყენოს, ხოლო ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ეკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობიდან კი 5 ქულა ჩამოეჭრება.გარდა ამისა, პოლიციას უფლება ექნება, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მოძრაობა შეუზღუდოს იმ ზონებსა თუ გზის მონაკვეთებზე, რომლებსაც მთავრობა განსაზღვრავს. პლუს ამას, სამართალდამრღვევს შესაძლოა დროებით ავტომობილიც ჩამოერთვას, რომელსაც საქმის განხილვამდე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ. ავტომობილის ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250994756_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_75a147b9750e726f8c414cf34346d2fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზამთრის პერიოდში ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
შესაბამისი ცვლილებების შეტანა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით უკვე შევიდა პარლამენტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება ორშაბათსაა დაგეგმილი ბიუროს სხდომაზე.
ცნობილი ხდება, რომ მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალსაც განსაზღვრავს, რომლებზეც ზამთრის აღჭურვილობით მოძრაობა სავალდებულო იქნება.
პროექტის მიხედვით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში მთავრობის მიერ დადგენილ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას მძღოლი ვალდებული იქნება, ავტომობილის ყველა თვალზე შესაბამისი მახასიათებლების (ანუ ზამთრის) საბურავები ეყენოს, ხოლო ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ეკეთოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობიდან კი 5 ქულა ჩამოეჭრება.
გარდა ამისა, პოლიციას უფლება ექნება, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მოძრაობა შეუზღუდოს იმ ზონებსა თუ გზის მონაკვეთებზე, რომლებსაც მთავრობა განსაზღვრავს. პლუს ამას, სამართალდამრღვევს შესაძლოა დროებით ავტომობილიც ჩამოერთვას, რომელსაც საქმის განხილვამდე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ.
ავტომობილის ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.