სუსი: საქართველოში 2022 წელს ტერორიზმის საფრთხე მინიმუმადე იყო დაყვანილი

© Parliament of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი ქვეყნის პარლამენტში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი ქვეყნის პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
სუსის ანგარიში ეხება როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ისე ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა და გარე საფრთხეებს, ასევე კორუფციის საკითხებს.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გასულ წელს საქართველოში ტერორისტული საქმიანობის საფრთხე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობის შესახებ ანგარიში საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ მაისში წარუდგინა, თუმცა დეპუტატების მოუცლელობის გამო მისი პლენარულ სხდომაზე წარდგენა ოქტომბრამდე გადაიდო.

„კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად გაუმკლავდა უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი.
„გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება.
ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ >>
გარდა ამისა, სუსის უფროსის განცხადებით, უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.
სუსის ანგარიში ეხება როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ისე ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა და გარე საფრთხეებს, ასევე კორუფციის საკითხებს.
ყველა ახალი ამბავი
0