https://sputnik-georgia.com/20230727/------280417861.html
ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T19:00+0400
2023-07-27T19:00+0400
2023-08-28T13:25+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. „სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ დასახელებული საფრთხეები, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროება. ამ გარემოებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა", – განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე გამოძიება ერთი თვის წინ დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში სუსმა 26 ივლისს სპეცოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე ჩაატარა და ორი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 327-ე (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა) მუხლით, რომელიც 10-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით, რომელიც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
19:00 27.07.2023 (განახლებულია: 13:25 28.08.2023) საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ დასახელებული საფრთხეები, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროება. ამ გარემოებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა", – განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე გამოძიება ერთი თვის წინ დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში სუსმა 26 ივლისს სპეცოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე ჩაატარა და ორი ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 327-ე (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა) მუხლით, რომელიც 10-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით, რომელიც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.