საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

© photo: Sputnik / Stringerღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
პოლონეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია People PR-ის წარმომადგენლები.
ტურის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
დიდი ბრიტანეთის ინტერესი ქართული ღვინისადმი იზრდება>>>
პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფი კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრა, სადაც ისინი ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ადგილზე გასინჯეს როგორც კლასიკური წესით, ისე ადგილობრივი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ტურის ფარგლებში თბილისში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერ-კლასი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.
ტურის ფარგლებში პოლონელი სტუმრებისთვის აგრეთვე თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting გაიმართა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.
პოლონეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0