მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოჰამედ ბაგერი: თუ ისრაელის დახმარება არ შეწყდება, ომში სხვა აქტორები ჩაერთვებიან

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის მხარდაჭერამ შესაძლოა კონფლიქტში ახალი მონაწილეების ჩართვა გამოიწვიოს, განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მოჰამედ ბაგერიმ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას.

„ისრაელის რეჟიმის დანაშაულების გაგრძელებამ და ზოგიერთი ქვეყნის [ისრაელისადმი] პირდაპირმა მხარდაჭერამ და დახმარებამ სიტუაცია გაართულა და ამას შესაძლოა კონფლიქტში სხვა აქტორების ჩართვა მოჰყვეს“, — ციტირებს სააგენტო Tasnim გენერალური შტაბის უფროსს.

ბაგერის თქმით, პალესტინის წინააღმდეგობის მებრძოლების მოქმედებები „70 წელზე მეტი ჩაგვრისა და ზეწოლის შედეგია“.
„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართო და სასტიკი კრიზისების გაგრძელებით; ასეთი ბარბაროსული ქცევა დაუშვებელია და დამოუკიდებელმა მთავრობებმა ამაზე სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინონ“, — აღნიშნა ბაგერიმ.
თავის მხრივ, შოიგუმ სატელეფონო საუბრისას ბაგერის განუცხადა, რომ რუსეთის პოზიცია — ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან აცილებაა.
Tasnim-ის ცნობით, შოიგუ და ბაგერი ამ საუბრისას შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტში დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევაში ითანამშრომლებენ.
მანამდე ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ივო დაალდერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, დიდი ალბათობით, კერძო არხებით ეკონტაქტება ირანს ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტის შესახებ და „ირანმა, ეჭვგარეშეა, იცის, რაზეა წამსვლელი აშშ“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა 18 ოქტომბერს მოუწოდა მუსლიმურ ქვეყნებს, სასწრაფოდ დაუწესონ ისრაელს ემბარგო ნავთობზე, გააძევონ ისრაელის ელჩები თავიანთი ტერიტორიებიდან და დაუყოვნებლივ შეაჩერონ ისრაელსა და ნებისმიერ მუსლიმურ სახელმწიფოს შორის არსებული ნებისმიერი პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0