https://sputnik-georgia.com/20231018/irani-israelistvis-navtobembargos-dawesebas-moitxovs-283408382.html
ირანი ისრაელისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მოითხოვს: მიმართვა მუსლიმურ ქვეყნებს
ირანი ისრაელისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მოითხოვს: მიმართვა მუსლიმურ ქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. მოვუწოდებ მუსლიმურ ქვეყნებს, დაუწესონ ისრაელს ემბარგო ნავთობზე და გააძევონ ისრაელის ელჩები თავიანთი ტერიტორიებიდან, განაცხადა... 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T17:24+0400
2023-10-18T17:24+0400
2023-10-18T20:35+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252482712_0:110:1886:1171_1920x0_80_0_0_94ea7f177b855af33c83f0ee92ad7aca.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. მოვუწოდებ მუსლიმურ ქვეყნებს, დაუწესონ ისრაელს ემბარგო ნავთობზე და გააძევონ ისრაელის ელჩები თავიანთი ტერიტორიებიდან, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთში იმართება.ირანელი მინისტრის ეს მოწოდება ღაზაში ალ-აჰსის საავადმყოფოზე მიტანილი შეტევითაა განპირობებული, რა დროსაც, არსებული ცნობით, 800 ადამიანი დაიღუპა, და რაშიც ამირაბდოლაჰიანმა ისრაელი დაადანაშაულა.ამ დროისათვის არც ირანს და არც მუსლიმური სამყაროს რომელიმე სხვა ქვეყანას ამ მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.აღსანიშნავია, რომ ისრაელი ნავთობის მცირე იმპორტიორია და დიდწილად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (UAE) და საუდის არაბეთიდან მიწოდებებს ეყრდნობა. ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა არაერთხელ გააკრიტიკეს იერუსალიმი ღაზის სექტორზე სარაკეტო თავდასხმების გამო, მაგრამ აქამდე ნავთობის მიწოდება სრულად არასდროს შეუწყვეტიათ.როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ არაბეთის ნავთობექსპორტიორმა ქვეყნებმა მართლაც დაუწესეს სანქციები ისრაელს, ისინი მხოლოდ მასზე კი არა, არამედ ყველა მის მხარდამჭერ ქვეყანაზე გავრცელდება − როგორც ეს მანამდე, 1974 წელს მოხდა.ამასთან სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ წინა ემბარგო არაეფექტური გამოდგა, ვინაიდან არაბულმა ქვეყნებმა ვერანაირი რეალური პოლიტიკური დათმობა ვერ მიიღეს და ნავთობის მიწოდების შეზღუდვები ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.წყარო: Times of Israel
ისრაელი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252482712_89:0:1797:1281_1920x0_80_0_0_1e63729999ad8ad9fe5916623ed40297.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , ირანი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , ირანი
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. მოვუწოდებ მუსლიმურ ქვეყნებს, დაუწესონ ისრაელს ემბარგო ნავთობზე და გააძევონ ისრაელის ელჩები თავიანთი ტერიტორიებიდან, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთში იმართება.
ირანელი მინისტრის ეს მოწოდება ღაზაში ალ-აჰსის საავადმყოფოზე მიტანილი შეტევითაა განპირობებული, რა დროსაც, არსებული ცნობით, 800 ადამიანი დაიღუპა, და რაშიც ამირაბდოლაჰიანმა ისრაელი დაადანაშაულა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ისლამური ქვეყნები, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ სიონისტურ რეჟიმთან, დაუყოვნებლივ გაწყვეტენ მასთან ურთიერთობებს და გააძევებენ ისრაელის ელჩებს თავიანთი ქვეყნებიდან. მეორე: ისრაელში ნავთობის ექსპორტი და ისრაელსა და ნებისმიერ მუსლიმურ სახელმწიფოს შორის არსებული ნებისმიერი პროექტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს“, − აღნიშნა ირანის მთავარმა დიპლომატმა.
ამ დროისათვის არც ირანს და არც მუსლიმური სამყაროს რომელიმე სხვა ქვეყანას ამ მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი ნავთობის მცირე იმპორტიორია და დიდწილად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (UAE) და საუდის არაბეთიდან მიწოდებებს ეყრდნობა. ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა არაერთხელ გააკრიტიკეს იერუსალიმი ღაზის სექტორზე სარაკეტო თავდასხმების გამო, მაგრამ აქამდე ნავთობის მიწოდება სრულად არასდროს შეუწყვეტიათ.
როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ არაბეთის ნავთობექსპორტიორმა ქვეყნებმა მართლაც დაუწესეს სანქციები ისრაელს, ისინი მხოლოდ მასზე კი არა, არამედ ყველა მის მხარდამჭერ ქვეყანაზე გავრცელდება − როგორც ეს მანამდე, 1974 წელს მოხდა.
ამასთან სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ წინა ემბარგო არაეფექტური გამოდგა, ვინაიდან არაბულმა ქვეყნებმა ვერანაირი რეალური პოლიტიკური დათმობა ვერ მიიღეს და ნავთობის მიწოდების შეზღუდვები ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.