ბათუმის სიმბოლო „კუპატა" მოკვდა

© Department of Tourism and Resorts of Adjaraკუპატა
კუპატა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
„კუპატამ“ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი მას შემდეგ, რაც ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ის ბავშვებს ქუჩაზე გადასვლაში – ავტომობილებს ყეფით აჩერებს.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში მოკვდა „კუპატას“ სახელით ცნობილი მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც ბავშვების დამცველად იცნობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვებ-გვერდზე, რომელიც „კუპატას" სახელზე შეიქმნა, წერენ, რომ ძალღი დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა, მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ლეგენდარულმა კუპატამ თითქმის 10 წლის შემდეგ დაგვტოვა. ჩვენი პატარა მეგობარი სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო. ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით", – წერია პოსტში.
სახლი კუპატასთვის: საქართველოს ყველაზე პოპულარულ ძაღლს უკვე თავისი კერა აქვს>>>
„კუპატამ“ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი მას შემდეგ, რაც ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ის ბავშვებს ქუჩაში გადასვლაში – ავტომობილებს ყეფით აჩერებს. ამგვარი „გმირობისთვის“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძაღლს დაუდგა ჯიხური წარწერით „ქალაქის რჩეული“ და ის ბათუმის სიმბოლოდ აქცია.
ვიდეომ კუპატას მონაწილეობით მილიონი ნახვა დააგროვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან აღტაცებულ კომენტარებს არ იშურებდნენ. კუპატას გმირობაზე ამერიკულმა ტელეარხმაც (ABC) კი ისაუბრა.
ყველა ახალი ამბავი
0