პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გასაბათილებლად არგუმენტი არ არსებობს - დეპუტატი

© Government of Georgiaირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
კონსტიტუციის დარღვევას არანაირი გამართლება არა აქვს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია და არ არის არანაირი არგუმენტი, რომელიც ამ მოქმედებას გაამართლებს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ჩიქოვანმა.
მმართველმა პარტიამ გუშინ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები და არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია", – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო „ქართული ოცნება" დაგმეს. მათი აზრით, ამან ქვეყანას ზიანი მიაყენა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ იმპიჩმენტს „ორმოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი" უწოდა, რომელიც „დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს პარლამენტში დასრულდა". მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მთავარ მიზანს – ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესს უზარმაზარი ზიანი მიადგა.
დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან" ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ერთადერთი იყო, რომელმაც იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, მიმდინარე მოვლენებს „აბსურდის თეატრი" და რეალობას მოწყვეტილი პროცესი უწოდა.
„უკვე აღარ არის იმ ჰონორზე" - დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა>>
ეს იყო ირაკლი კობახიძის („ქართული ოცნების" თავმჯდომარის) სცენარი, რომელშიც მონაწილეობდა პრეზიდენტი, განაცხადა, თავის მხრივ, პარტიის „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ.
„ხელოვნურად ქმნიან კრიზისს, ხოლო ამ თემის ინტენსიურობის გაზრდას თავად საქართველოს პრეზიდენტმა შეუწყო ხელი", – აღნიშნა დოლიძემ.
რა იქნება შემდეგ
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა. ამგვარად ის დარჩა საქართველოს პრეზიდენტად, შეინარჩუნა კონსტიტუციით გაწერილი ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.
კობახიძე: ზურაბიშვილი ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი>>
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
ზურაბიშვილს უფლებამოსილება 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.
ყველა ახალი ამბავი
0